ახალი დამატებული

ირაკლი ზარქუა: კვებაზე ეკონომიას კი არ ვაკეთებთ, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, არამედ პირიქით

Nusagi

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, საკრებულოს სხდომაზე, თბილისის ბაგა-ბაღებში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბაგა-ბაღები იხურებოდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კი ბაღები შენდება.

მისივე თქმით, ავარიული შენობები არის, მაგრამ გადაწყვეტილება აღნიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ მყისიერად მიიღეს. რაც შეეხება, ბაგა-ბაღებში კვების საკითხს, ირაკლი ზარქუას განმარტებით, კვებაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული 94 მილიონი ლარი 101 მილიონამდე არის გაზრდილი. „ეს იმაზე მეტყველებს, რომ კვებაზე ეკონომიას კი არ ვაკეთებთ, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, არამედ პირიქით, ამ მიმართულებით თანხებს ვზრდით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. მისივე თქმით, ბაგა-ბაღებში კვების სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,857 ნახვა
%d bloggers like this: