პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ბაჩო ახალაიას შეწყალება გენერალმა თათუხაშვილმა ითხოვა

Nusagi

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბაჩო ახალაიას შეწყალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა 25 დეკემბერს მიმართა.  კანონმდებლობის შესაბამისად კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია გამოითხოვა.

,,არსებული კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც ხდება საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვა, როგორც მსჯავრდებულის ასევე სხვა ნებისმიერი პირის მიერ, ავტომატურად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვა.

25 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა გენერალი გოგი თათუხაშვილის წერილი . თათუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, მათ შორის იყო ბაჩანა ახალაიაც.

კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს და გამოითხოვა 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია.

განცხადებას გოგი თათუხაშვილის გარდა ხელს აწერდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, ასევე რამდენიმე ათეული მოქალაქე.

სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე შმაგი ჩოხელი, ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის -მანანა ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორი“-თავმჯდომარე ბესიკ შენგელია, აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა-თავმჯდომარე თენგიზ სანაია, დედები შვილების დასაცავად- თავმჯდომარე მეგი გოცირიძე, სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრი-თავმჯდომარე ზვიად კუპრავა, საქართველოს ვეტერანთა არასამტავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ერთიანი საქართველო“-თავმჯდომარე ვაჟა ცეცაძე, საქართველოს პარლამემტართა საზოგადოება-თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა-თავმჯდომარე ირაკლი კიკიანი, საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტთა გაერთიანება „ლაზარე“-თავმჯდომარე ჯონი კვარაცხელია, ახალი ხედვა საქართველო-თავმჯდომარე გიგა ნასარიძე, სამართალდამცავთა დაცვის ლიგა- თავმჯდომარე ლევან გვაზავა, მოძრაობა „დაბრუნება“ -თავმჯდომარე მალხაზ პატარაია.

პოლიტიკური პარტია „ვეტერანები და პატრიოტები საქართველოსთვის“ , დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საზოგადოება „თავისუფალი სიტყვა“, საქართველოს შსს და ომის ვეტერანთა კავშირი „ფარ ხმალი“, თავისუფალი ზონა, „ვეტერანები საზღვრებს გარეშე“ საერთაშორისო ორგანიზაცია-კავშირი“ – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  დღეს გავრცელდა ბაჩო ახალაიას განცხადება, სადაც იგი კომისიას მოუწოდებს არ განიხილოს მისი შეწყალების საკითხი.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ორ სხვადასხვა საქმეზე, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,583 ნახვა
%d bloggers like this: