ფიტნესი და წონაში კლება

რატომ არ სუქდებიან იაპონელი ქალები და რატომ ცოცხლობენ სხვებზე მეტ ხანს?

ნაომი დაიდო თავის წიგნში „იაპონელი ქალები არ ბერდებიან და არ სუქდებიან“,  აღწერს მისი დედის ყოველდღიურ რაციონს, რომელიც სავსეა ჯანსაღი პროდუქტებით.

როგორც ავტორი ამბობს, ყველა ეს პროდუქტი, რომელიც წონის რეგულაციას უწყობს ხელს, იაპონელების ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. ესენია: თევზი, ზღვის წყალმცენარები, ხილი, სოიო, ბოსტნეული, ჩაი, ბრინჯი და ხილი. ყველა ეს პროდუქტი წვავს ზედმეტ ცხიმს და აფერხებს დაბერების პროცესს.

ყოველ დღე იაპონელების საკვები შეიცავს შემწვარ თევზს, ბრინჯს, მოხარშულ ბოსტნეულს და მწვანე ჩაის. აღსანიშნავია რომ იაპონელები თევზეულის ნაირსახეობათა 10% მოიხმარენ, მაშინ როცა, მოსახლეობის თვალსაზრისით ისინი მსოფლიოს მხოლოდ 2% შეადგენენ. დაიდო იმასაც აღნიშნავს, რომ იაპონელები ბავშვობიდანვე სწავლობენ საკვების მიღების წესსაც. ისინი დიდ ხანს ღეჭავენ ყოველ ლუკმას და ცდილობენ ყოველი ახალი გემო ყურადღებით დააგემოვნონ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ისინი არასდროს ავსებენ თეფშს ბოლომდე საკვებით და ყოველი ახალი კერძი ცალკე მიირთმევა.

იაპონური საკვები მზადდება ნელა და ძირითადად ორთქლზე. პურის ნაცვლად ისინი მოიხმარენ ბრინჯს, რაც ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორია აღმოსავლურ და დასავლურ კვებას შორის.

იაპონელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საუზმეა. სწორედ საუზმეზე ღებულობენ ისინი სხვადასხვა სახეობის პროდუქტსა და სასმელს. მაგრამ საუზმის აუცილებელი შემდგენელია ტოფუ, ბრინჯი, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და მწვანე ჩაი.

დესერტს იაპონელები იშვიათად მიირთმევენ. მაგრამ თუ ეს მაინც შეტანილია მენიუში, ის ძალიან პატარა პორციებითაა მოწოდებული. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ იაპონელ ქალებს არ უყვართ ტკბილეული და შოკოლადი. მაგრამ საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული ჯანსაღი კვების კულტურა არ აძლევთ იაპონელ ქალებს იმის საშუალებას უგულვებელყონ საკუთარი ჯანმრთელობა. ისინი კვებასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ფიზიკურ ვარჯიშებსაც ანიჭებენ.

Facebook Comments