საზოგადოება

საფრანგეთი-მარიხუანას მოხმარება მაინც დარჩება სისხლის სამართლის დანაშაულად.

Nusagi

საფრანგეთის შს მინისტრის ჟერარ კოლონის განაცხადებით, მთავრობას მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის ჯარიმით ჩანაცვლებას შესთავაზებს. მისი თქმით, მიუხედავად ამ ინიციატივისა, მარიხუანას მოხმარება მაინც დარჩება სისხლის სამართლის დანაშაულად.

დღეის მდგომარეობით, საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მარიხუანას მოხმარებისთვის გათვალისწინებულია 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 3 750 ევროს ოდენობის ჯარიმა.

სპეციალური საპარლამენტო ანგარიშის ავტორებმა კანონმდებლებს ორი ვარიანტი შესთავაზეს: მარიხუანას მომხმარებლების 150-200 ევროს ოდენობით დაჯარიმება საქმის აღძვრის შესაძლებლობით ან უბრალოდ ოქმის შედგენა.

საფრანგეთის მთავრობამ პირველი ვარიანტი მოიწონა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მთავრობა აქამდეც საუბრობდა მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გაუქმების აუცილებლობაზე. ეს ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

საფრანგეთის შს მინისტრმა რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში აღნიშნა, რომ მარიხუანას მოწევისთვის ჯარიმის შემოღება იმას არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ იქნება.

„ჩვენ შემოვიღებთ ჯარიმებს. ეს არის ის, რაზეც ემანუელ მაკრონი წინასაარჩევნო კამპანიისას საუბრობდა. ამ ჯარიმის გადახდა ადგილზე მოხდება თანამედროვე პლანშეტებისა და აპლიკაციების საშუალებით. თუმცა სამართლებრივი დევნა გაგრძელდება, ვინაიდან აქ საუბარი არ არის მარიხუანას მოხმარების დეპენალიზაციაზე. ჯარიმების შემოღება სისხლის სამართლის დევნას არ აუქმებს“, – დასძინა მან.

საფრანგეთის შს სამინისტროში ამბობენ, რომ სამართალდამცველები თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავენ. თუ ვინმეს ჯარიმას დააკისრებენ, სხვაზე შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან რეციდივის ან ნარკოტრაფიკის ეჭვის შემთხვევაში

წყარო-ინტერპრესნიუსი

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: