კრიმინალი

ჯგუფი, რომლის სიმღერამაც სტუდენტს გაუპატიურება და მკვლელობა შთააგონა, დაიშალა

Nusagi

26 იანვარს, რუსულმა ჯგუფმა «Мы»  (ჩვენ) , სოციალურ ქსელში , შესაბამის გვერდზე დაშლის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

მანამდე, ქსელში გავრცელდა პეტიცია, რომლის ხელმომწერები აღნიშნული ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერის “იქნებ” აკრძალვას მოითხოვდნენ. პეტიციაში ნათქვამია, რომ სიმღერამ 19 წლის МГТУ-ს სტუდენტს არტიომ ისხაკოვს, 19 წლის მეზობლის, უმაღლესი ეკონომიკური სკოლის სტუდენტის, ტატიანა სტრახოვას მკვლელობა, შემდეგ კი თვითმკვლელობა შთააგონა.

მიზეზად ისხაკოვის მიერ, თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი სახელდება, რომელშიც ნათქვამია, რომ სიმღერის ტექსტი მან მოქმედების დაწყებისკენ მოწოდებად აღიქვა. კერძოდ, კომპოზიციაში არის ასეთი სტროფი: “მაპატიე, მაგრამ უნდა მოგკლა, მხოლოდ ასე მეცოდინება, რომ ჩვენს შორის არასდროს არაფერი აღარ მოხდება”.

“ეჰ, ამ სიმღერის “”Возможно” (იქნებ) ავტორი- ***( ნამდვილი სულელია). ორჯერ მოუსმენ და შენს ფსიქიკას **** (ანგრევს)”-ნათქვამია სტუდენტის წერილში.

ტრაგედიის შემდეგ, კლიპმა მილიონობით ნახვა დააგროვა. ხელმომწერებმა მკვლელობა და თვითმკვლელობა სიმღერას დაუკავშირეს.

23 იანვარს, ღამით, 19 წლის სტუდენტმა მეზობელი გოგონა გააუპატიურა და მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მან წერილი დატოვა, რომელშიც დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და მიზეზად ცალმხრივი სიყვარული დაასახელა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,622 ნახვა
%d bloggers like this: