მედიცინა

27 იანვარს თელავში ,,თავის ტკივილის საზოგადოების” სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება

Nusagi

2018 წლის 27 იანვარს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოება და ჯანმრთელობის ინსტიტუტი აწყობენ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას
„ვიცხოვროთ თავის ტკივილის გარეშე“
მთავარი გზავნილია- „მოდი, ერთად გავხადოთ უცნაური ქართული თავის ტკივილი საცნაური და ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე“
კონფერენციას მიესალმებიან იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ზაზა სოფრომაძე.

მოხსენებებით წარდგებიან: მაკა კუკავა, ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის თავის ტკივილის საქართველოს საზოგადოების გენერალური მდივანი, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგი; ანა ძაგნიძე, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგი; ნანა ტატიშვილი, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი.

კონფერენციაზე მოწვეულია 150 დელეგატი კახეთის რეგიონიდან და თბილისიდან. დასკვნით ნაწილში გაიმართება საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების პრეზიდენტის გიორგი გეგელაშვილის ახალი მონოგრაფიის „უცნაური თავის ტკივილი“ წარდგენა.

პრობლემის არსი და მიზეზები: საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი დაავადებულია შაკიკით, ყოველი მე-3 – დაძაბული ტიპის თავის ტკივილით; ხოლო ყოველი მე-13 – სიცოცხლის ნახევარზე მეტს  თავის ტკივილში ატარებს.

გამუდმებული თავის ტკივილის გავრცელება საქართველოში 200-250%-ით უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ში და ევროპაში.
ქრონიკული თავის ტკივილი ადამიანის წამების ტოლფასია.
ეპიზოდური თავის ტკივილის ქრონიკულად გარდასახვის უმთავრესი მიზეზებია ცოდნის ნაკლულობა, არასწორი დიაგნოზი და არასწორი მართვაა.
თავის ტკივილის საზოგადოების ხედვა ასეთია:  თუ სწორად გავიაზრებთ „თავის ტკივილის ქართულ ფენომენს”, ცოტა მეტად ვუერთგულებთ თანამედროვე ლიტერატურას, ცოტა ნაკლებად ვეცდებით ფარმაცევტული კომპანიების „გულის მოგებას”, ცოტა მეტ დროს დავუთმობთ პაციენტთან საუბარს და „გაუთავებელ” ნეირო-გამოკვლევებს „გულდადებული ნეირო-გასინჯვით” ჩავანაცვლებთ, ადვილად გავაუმჯობესებთთავის ტკივილის დიაგნოზის დასმის და მართვის კულტურას. სულ ცოტა ძალისხმევა და მართლაც შევძლებთ „ჩამოვირეცხოთ ქრონიკული თავის ტკივილის 7.6%-ანი ლაქა”, ჩავისუნთქოთ ევროპული „ნაკლებად ტკივილიანი ჰაერი” და შვებისგან ამოვისუნთქოთ…
დელეგატებს მოსაწვევთან ერთად დაურიგდათ გამაფრთხილებელი ბარათები „ფრთხილად, თავის ტკივილი ს-ა-გ-ა-ნ-გ-ა-შ-ო-ა“. ბარათი ექიმებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მცირე სწავლების შემდეგ იგი შეიძლება „112“-ის დისპეტჩერმა ან ნებისმიერმა ადამიანმა გამოიყენოს და ეჭვი მიიტანოს ან ამოიცნოს სიცოცხლის საფრთხის შემცველი თავის ტკივილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,145 ნახვა
%d bloggers like this: