Advertisements

წლის სტილისტი- მანონი თარგამაძის ფანტაზიით შექმნილი ულამაზესი ვარცხნილობები

ავანგარდული ვარცხნილობის კონკურში გამარჯვებული  სტილისტის,  მანონი თარგამაძის  ფანტაზიით შექმნილ ვარცხნილობებს ქართული გამოცემების ყდებზე ხშირად  შეხვდებით.

Nusagi

Info Postalioni  მას ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე “მწვანე სალონში” ეწვია . როგორც მანონიმ გვითხრა, საქართველოში ავანგარდული ვარცხნილობების კონკურსი სულ 3-ჯერ ჩატარდა . ჟიურის წევრები ქართველი და უცხოელი სტილისტები იყვენენ ,  მათ შორის რუსეთიდან, ბევრისთვის კარგად ნაცნობი ვაჟა მხითარიანი-  რომელსაც საზღვარგარეთ, მსაგვსი კონკურსების ჟიურიში  ხშირად იწვევენ ხოლმე.

მანონი თარგამაძე: -ავანგარდული ვარცხნილობების კონკურსები საქართველოში 2011-3013 წლებში ტარდებოდა. სულ სამჯერ ჩატარდა და სამჯერვე გავიმერჯვე. ერთხელ “წლის სალონის” წოდება მივიღეთ, მე კი წლის სტილისტი გავხდი, მეორედ და მესამედ პირველი და მეორე ადგილები მოვიპოვე.

  

-რა მოთხოვნებია კონკურსში?

-არსებობს სტილისტების მსოფლიო ფედერაციის მიერ დაწესებული სტანდარტები და ვარცხნილობაც სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით უნდა გაგვეკეთებინა. ისე კი, ჩემი ვარცხნილობები ჩემი ფანტტაზიის ნაყოფია.

-თქვენი ვარდი, რომელიც ერთ-ერთ ცნობილ ფოტოზეა, თმითაა შექმნილი? 

-დიახ, ვარდისფრად შეღებილი თმით.

-რამდენი ხანია  საჭირო არასტანდარტული, საკონკურსო ვარცხნილობის გასაკეთებლად?

-კონკურსზე  50 წუთს გვაძლევენ და ამ დროში ვეტევით. გადაღებებეისთვის კი მეტი დროა საჭირო, რადგან ყველაფერი უნაკლოდ უნდა იყოს შესრულებული. საქორწილო ვარცხნილობას დაახლოებით 1 საათი ჭირდება.

    

–გქონიათ შემთხვევა, რომ სადღესასწაულო ვარცხნილობა პატარძალს არ მოუხდა, დრო კი ძალიან ცოტა გქონდათ? 

-არა, გამორიცხულია, რომ არ მოუხდეს. ვარცხნილობას ვაკეთებ ოვალის, სახის ფორმის მიხედვით . თუმცა არსებობს საცდელი ვარცხნილობაც. წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე იკეთებენ, რომ მშვიდად იყვნენ და დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად მოუხდებათ. ეს ძალიან იშვიათად ხდება.

 

-ქორწილისთვის როგორ ვარცხნილობებს ითხოვენ ჩვენი პატარძლები?

– საქართველოში უფრო აქტუალური სადა და მსუბუქი  ვარცხნილობებია. არ უნდა იყოს ძალიან გადატვირთული. იშვიათად, რომ ვინმემ ძალიან პომპეზური და ავანგარდული მოითხოვოს. პატარძლების გარდა ორიგინალურ ვარცხნილობებს სტუმრებიც ხშირად იკეთებენ. ახლა ნაწნავებია ძალიან აქტუალური.

  

-თქვენს სალონს “მწვანე სალონი” რატომ ქვია, ეს სახელი ეკოლოგიასთანაა კავშირში?

-ეს ერთ-ერთი ფილიალია. ჩვენი პირველი სალონი 2001 წელს გაიხსნა დიღმის მასივში, სადაც ბევრი სიმწვანე და ლამაზი ბუბნებაა. ამ სახელის დარქმევის იდეა სალონის მფლობელს სპონტანურად მოუვიდა. ჩაიფიქრა, რომ სულ “მწვანეზე ვიაროთ”. ჩვენს შემდეგ წამოვიდა “მწვანე აფთიაქი” , “მწვანე ბაღი”, “მწვანე ქუჩა”  და სხვა. მწვანე აფთიაქში ვარცხნილობების გარდა ბევრი სხვა პროცედურა ტარდება და რა თქმა უნდა, სახელწოდების შესაბამისად, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთად და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ.

  

   

  

 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული