სამართალი

გიორგი ალავიძე: მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში გამოიყენება დამნაშავის შერცხვენის (Reintegrative Shaming) სანქცია

Nusagi

საქართველოდან უცხოეთში სასწავლებლად საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაა წასული. მათ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბევრი ქართველი ისეთ პრესტიჟულ სასწავლებელში იღებს განათლებას, სადაც მოხვედრა თავად იმ ქვეყნის მოქალაქეებსაც კი საოცნებოდ აქვთ ქცეული.

ა.შ.შ. WEST POINT-ის სამხედრო აკადემია, რომელიც 1802 წელსაა დაარსებული, ამერიკის აკადემიებს შორის ყველაზე ძველია. გრანტის, ეიზენჰაუერის, მაკარტურის და სხვა მრავალი უდიდესი მოღვაწის სასწავლებელი. აკადემიის კედელზე წარწერაცაა : „ისტორია, რომელსაც ჩვენ ვასწავლით, შექმნილია მათ მიერ, ვისაც ჩვენ ვასწავლიდით”. ფორბსის რეიტინგების მიხედვით, ამერიკის აკადემიების ასეულს შორის „ვესთ ფოინთი“ 1-დან მე-9 ადგილზე მონაცვლეობს.

გიორგი ალავიძემ „west point“ -ის აკადემია რამდენიმე წლის  წინ დაამთავრა, სწავლა John Jay-ს კრიმინალური სამართლის კოლეჯში გააგრძელა და მაგისტრის ხარისხი აიღო.  მუშაობდა კერძო გამომძიებლად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უსაფრთხოებისა და საგამოძიებო ფირმა G4S-ში , რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა.

გიორგი ალავიძე “ვესთ ფოინთში”

2015 წელს, როცა საქართველოში ქალთა მიმართ განხორციელებულმა ძალადობის სტატისტიკამ საგრძნობლად იმატა, “ფოსტალიონი”  გიორგი ალავიძეს ნიუ იორკში დაუკავშირდა, სადაც ის საერთაშორისო კრიმინალური სამართლის სპეციალისტთან, ალექსანდრე ღლონტთან ერთად საქართველოსთვის ძალზე აქტუალურ თემებზე- ოჯახურ თემაზე, მედიაზე, და ნაშაულზე მუშაობდა და ინტერვიუ ჩაწერა.

ალექსანდრე ღლონტი

ვინაიდან აღნიშნულ თემებს  აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს,   2015 წლის 17 იანვრის სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

გიორგი ალავიძე: -ქართულ საინფორმაციო წყაროებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი ყურადღება ეთმობა ქალების წინააღმდეგ მიმართულ ოჯახურ ძალადობას (Intimate Partner Violence). ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, ამ თემასთან დაკავშირებით დასკვნები მხოლოდ ცალკეულ ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება , გადავწყვიტეთ ამ ფენომენის ობიექტური შეფასება გაგვეკეთებინა.
პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ასეთი ცალკეული ფაქტების გამოვლენა და შემდგომში მათი გაშუქება საინფორმაციო არხების მეშვეობით , ხალხში იწვევს არაობიექტური წარმოდგენის ჩამოყალიბებას. უფრო მეტიც-მედიას გააჩნია უნარი, წარმოაჩინოს ზოგადად დანაშაულის რელიეფი, აამაღლოს დანაშაულის შემეცნება, და მოკლე დროში საზოგადოების მხრიდან მოითხოვოს უმკაცრესი სადამსჯელო სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება. ამის შესაძლებლობა კი ეძლევა მაშინ, როდესაც საზოგადოებაში მძვინვარებს შიში დანაშაულის, დანერგილია მორალური პანიკა, და ცნობიერების მანიპულაციის ინსტრუმენტად მხოლოდ სენსიტიური მოვლენების გაშუქებაღა რჩება.
-ანუ, მედიას შეუძლია მდგომარეობა იმაზე მწვავედ წარმოაჩინოს, ვიდრე სინამდვილეშია?
-ამერიკული ეროვნული კითხვარის მიხედვით, დაახლოებით 81% რესპოდენტისა აცხადებს, რომ დანაშაულის პრობლემის სერიოზულობაზე ინფორმაციას მხოლოდ მედიის საშუალებით იღებს. მასმედიის ორი მთავარი ტაქტიკა – დღის განრიგის შედგენა, რომ მიიქციოს მაყურებლის ყურადღება კონკრეტულ მოვლენებზე, ხოლო მეორე, მოახდინოს გავლენა იმ კრიტერიუმებზე, რითაც საზოგადოების ნაწილი აფასებს არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკას, რჩება გრავიტაციის სტრატეგიულ ცენტრად.
– მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა ქალზე ძალადობის, მკვლელობის ფაქტები.
– ის, რომ მასმედიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კონკრეტული დანაშაულის გაშუქებას, არ ნიშნავს იმას, რომ ამ სახის ქმედებებმა რაოდენობაში ან იმატა, ან იკლო. განზოგადებული შეფასება კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისა, საზოგადოების დაშინებასა და დეზინფორმაციას ისახავს მიზნად. იგივეა სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებაშიც. მაგალითად, მკვლელობა როგორც იშვიათი და რთულად დაუფარავი მოვლენაა, მაშინ, როდესაც ქურდობა – ხშირი და შეუმჩნეველიც კი. შესაბამისად, სტატისტიკური მონაცემების გაანალიზებისას, მართებულია მსჯელობა, რომ რიგით მოქალაქეს გაცილებით მეტი შანსი აქვს გახდეს ქურდობის მსხვერპლი, ვიდრე მკვლელობისა. მიუხედავად ამისა, მკვლელობის ფაქტი ყოველთვის ხვდება ინფორმაციის წყაროების „სფოთლაითში”, ხოლო ქურდობის ფაქტები პრაქტიკულად არ შუქდება. მასმედიის მიზანია, მაქსიმალურად გააშუქოს სენსიტიური მოვლენები და გახმაურებული შემთხვევები წარმოაჩინოს საზოგადოების ძირითად პრობლემად.
– რატომ?
– საზოგადოების ინტერესის ამაღლება და მასმედიის კომპანიების ფინანსური კეთილდღეობა ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გაუანალიზებლად გარკვეული საკითხისადმი რაიმე სახის დასკვნის გაკეთება არ არის მართებული.
– სამართალდამცავების პასუხისმგებლობა და როლი რაში გამოიხატება ამ ტიპის დანაშაულის დროს, გარდა იმისა, რომ უკვე მომხდარზე მოახდინონ რეაგირება?
-სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის „მატებას” (რეალურად კი მის უფრო მასშტაბურ გაშუქებას) საზოგადოების ნაწილი აბრალებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებსაც ამ სპეციფიურ დანაშაულთან ბრძოლაში ნომინალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ზოგადად, როგორც დანაშაულის ხარისხის კლებას, ასევე მატებას ვაბრალებთ სამართალდამცავ ორგანოებს. თუმცაღა, გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები, რაც პოლიციელის შესაძლებლობების მიღმა ექცევა: ასოციალურობა, სიბრაზე, სამსახურეობრივი სტატუსი, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება ხშირად ინდივიდუალური პოლიციელის კონტროლის დაქვემდებარებას სცდება.
მაგალითად : ინტიმურ-პარტნიორული ძალადობა ვითარდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი სუბიექტი გარკვეული პრობლემების წინაშე დგას. უმუშევრობა და სახლში გატარებული უმეტესი დრო, პრო-კრიმინალური განწყობა, ასოციალურობა და სხვა ძირითადი ასპექტები ხშირად ქმნიან არაჯანსაღ გარემოს, რაც პოტენციურ დამნაშავეს ძალადობრივი ფანტაზიის გამოვლენაში უწყობენ ხელს .
-რა მდგომარეობაა ამ მხრივ ამერიკაში, იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ჩვეენთან შედარებით, ბევრად უკეთესია?
–  ოჯახში ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა არ წარმოადგენს მხოლოდ ადგილობრივ ფენომენს. ის საკმაოდ ხშირად გვხვდება განვითარებულ ქვეყნებშიც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს (Department of Justice) ეგიდით, პატრიცია ტიადენის და ნენსი თეონეს მიერ 2000 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აშშ-ში ყოველი მეოთხე სუსტი სქესის წარმომადგენელი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება, ან გახდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, იუსტიციის ბიუროს 1994-2010 სტატისტიკის თანახმად დგინდება, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 85% -ი სწორედ ქალია.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ინტიმურ-პარტნიორული ძალადობა სახლს გარეთ, სამსახურშიც და საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც ტრაგიკულად დასრულებულა. დასავლეთ ვირჯინიაში, სამუშაო უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ზიანის კონტროლის ცენტრმა წარადგინა 2003-2008 წლის კვლევა. მოცემულ პერიოდში სამსახურის ფარგლებში მოკლული ქალების მხოლოდ 22 % არის ინტიმურ-პარტნიორული ძალადობის მსხვერპლი . კვლევის შედაგად ნათლად ჩანს, რომ ამერიკელი ქალები იღუპებიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს როგორც ოჯახური ძალადობის საფუძველზე, ასევე კლიენტის, პაციენტისა, თუ მსჯავრდებულის ხელით.
-2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
-დღევანდელი სოციალური, თუ ფინანსური, გარემოებებიდან გამომდინარე,სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა ოჯახურ კონფლიქტებში პრაქტიკულად შეუძლებელია. სტატისტიკურად საქართველოში ფულადი სახსრების შემომტანი ძირითადად მამაკაცია. შესაბამისად, მასზე დამოკიდებულია ოჯახის კეთილდღეობა. ამ ვითარებაში მამაკაცის დასჯა ფინანსური, ან საპატიმრო სანქციით ოჯახზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, კანონმდებელის მხრიდან ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა ალტერნატიული სახის სანქციის შემუშავება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ოჯახში ძალადობის 134 ფაქტი დაფიქსირდა. იმავე თვეებში, 2012 წელს საქართველოში ოჯახში ძალადობის 184 ფაქტია დაფიქსირებული. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ცალსახად ჩანს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით საქართველოში გაცილებით უფრო მისასალმებელი ვითარებაა. გარდა ამისა, გასულ წლებთან შეიმჩნევა აღნიშნული დანაშაულის საგრძნობი კლების დინამიკა. საქართველოში დაწყებული კამპანია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ძალადობასთან მიმართებაში, ადეკვატური სტრატეგიაა მოცემულ პირობებში. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კამპანიის გატარება უფრო შემეცნებითი ხასიათის მქონე მიდგომაა, ვიდრე კერძო პრობლემაზე ორიენტირებული ფოკუსი. ზევით ითქვა, რომ პოლიციელის როლი ინტიმურ-პარტნიორულ ძალადობასთან დაკავშირებით ხშირად შეზღუდულია, მაგრამ არსებობს მიღებული მოდელი, რომელიც ხელს უწყობს არა მოქმედებას რექატიულ რეჟიმში და ინციდენტზე-რეაგირებულ პოლიციელობას, არამედ პროაქტიული სტრატეგიის დანერგვასა და პრობლემებზე ორიენტირებულ სამართალდამცაობას.
-უფრო ზუსტად მოგვიყევით , რა ალტერნატიულ სანქციებს გულისხმობთ?
-ეს თემა, კვლევის საგანია, მაგრამ რისკის-ანალიზის შემცველი. რამდენიმე მოდელი, რაც ხელს უწყობს სამართალდამცავებს გონივრულად შეაფასონ არსებული სიტუაცია, საერთაშორისო პრაქტიკაში გაჟღერდა. თავისთავად ეს პანაცეა არ იქნება, მაგრამ გაზრდის პოლიციელის უნარს, მოახდინოს ინტერვენცია, და რაც ყველაზე მთავარია, დროულად შეაფასოს პოტენციური ვიქტიმიზაციის რისკი.
კითხვები როგორიცაა: ოდესმე შეუშინებიხარ თუ არა იარაღით? ვერბალურად განუზრახავს თუ არა შენი ან შვილის მვკლელობა? ფიქრობ, რომ მან შეიძლება მოგკლას? იარაღის მოპოვება ადვილად შეუძლია? ოდესმე უცდია შენი გაგუდვა/დახრჩობა? ძალადობრივად ეჭვიანია? აკონტროლებს შენი დღის მთელ რიგ აქტივობებს? უმუშევარია? და სხვა დანარჩენი, ნაწილია იმ პროაქტიული ინტერვენციის, რაც სამართალდამცავებს რისკისა და საშიშროების შეფასებაში დაეხმარება.
სამწუხაროდ, ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებაა,რომელიც ხშირად არ არის განცხადებული . შესაბამისად, არც რეაგირება მოყვება და ვერც ზუსტი სტატისტიკა დგინდება ამ სისხლის სამართლის დანაშაულის მიმართ, მაგრამ პრობლემის გარდუვალობიდან გამომდინარე, საჭიროა არსებული ვითარების კორექტული ანალიზის გაკეთება და ეფექტური რეფორმების გატარება. პირველ რიგში კი, დაზარალებულს უნდა ჩამოუყალიბდეს მტკიცე ნდობა სამართალდამცავი ორგანოებისადმი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და დღეისათვის არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევეცდებით ჩვენი რეკომენდაციების შემოთავაზებას:
1) ოჯახში ძალადობა არის სპეციფიური დანაშაული, რომელთანაც
შეუძლებელია შაბლონური მიდგომის გამოყენება.
2) ოჯახში ძალადობის დანაშაულში მხილებულ პირს სამართალდამცავმა ორგანოებმა სანქცია უნდა შეუსაბამონ დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ:
• რა სურს დაზარალებულს? მას უნდა მიეცეს გონივრული ვადა (1-14 დღე), რათა მან გადაწყვიტოს ,როგორ უნდა იქნეს დასჯილი დამნაშავე. თუ დაზარალებული არასრულწოლოვანია, შესაძლებელი უნდა იყოს ამ ვადის გაზრდა. გარდა ამისა, მას უფასოდ უნდა გაეწიოს ფსიქოლოგიური დახმარება.
• ამ პერიოდში უნდა მოხდეს დამნაშავის და მსხვერპლის იზოლირება, რათა დაზარალებულს მიეცეს საშუალება მიიღოს გადაწყვეტილება მშვიდ ფსიქიკურ მდგომარეობაში – გააზრებულად.
• გარდა ამისა, მან მკაფიოდ უნდა იცოდეს თავისი გადაწყვეტილების იურიდიული შედეგები. ამისათვის საჭიროა, რომ მას გაეწიოს უფასო იურიდიული კონსულტაცია. სურვილისამებრ, გადაწყვეტილების მიღებაში მას უნდა მიეხმაროს ფსიქოლოგი.
• დამნაშავის წინააღმდეგ სანქციის სახეებად უნდა მოიაზრებოდეს სიტყვიერი გაფრთხილება, იძულებითი ხასიათის კურსი ფსიქოლოგთან (1-დან 3 თვემდე).
დამნაშავისა და დაზარალებულის იძულებითი ხასიათის იზოლირება დროის გარკვეული მონაკვეთით, ხანმოკლე პატიმრობა, ან გრძელვადიანი პატიმრობა.

შესაძლებელია რამდენიმე სანქციის გამოყენება ერთდროულად.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახში მომხდარი ძალადობის ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას გაეწევა სავალდებულო ხასიათის უფასო იურიდიული კონსულტაცია.
3) ოჯახში ძალადობის დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიებში დაუშვებელია ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა: „სასტიკად დაისჯება”, „მკაცრად დაისჯება“, „ნულოვანი ტოლერანტობა“, „ჯარიმა“, „ფინანსური სანქცია“ და სხვა ტერმინები, რომლებიც შეაფერხებენ დაზარალებულის ურთიერთობას სამართალდამცავ ორგანოებთან. უკანასკნელი უნდა სარგებლობდეს დაზარალებულის ნდობით.
4) ვინაიდან ოჯახში ძალადობა სპეციფიური დანაშაულია, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ჩამოაყალიბონ სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ ამ სახის დანაშაულზე მოახდენს რეაგირებას.
5) ამ დეპარტამენტის თანამშრომელს წარმატებულ საქმიანობად უნდა ჩაეთვალოს არსებული კონფლიქტების რეგულირება მოლაპარაკების გზით.
ოჯახური კონფლიქტის ორივე მხარესთან ფართოდ უნდა გამოიყენებოდეს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა, „შერიგება“, „მოლაპარაკება“, „პრობლემის გადაჭრა მშვიდობიანი გზით.“
6) თუ ამ დეპარტამენტის თანამშრომელმა შეძლო კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით, აღნიშნული ოჯახი უნდა გაფორმდეს, როგორც ოჯახში ძალადობის დანაშაულის პოტენციური რისკის მატარებელი. შესაბამისად დაზარალებული და დამნაშავე უნდა იქნეს გაფრთხილებული, რომ განხორციელდება მათი ოჯახის დაუგეგმავი მონიტორინგი (მაგალითად უბნის ინსპექტორის მოულოდნელი ვიზიტი). ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს რეციდივის ალბათობას.
7) მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში  გამოიყენება დამნაშავის შერცხვენის (Reintegrative Shaming) სანქცია. დაკვირვებამ აჩვენა, რომ თუ „შერცხვენის“ სანქცია ატარებს სოციუმში რეინტეგრირების ხასიათს, დანაშაულის რეციდივი პრაქტიკულად აღარ ხდება. საპილოტო რეჟიმში შესაძლებელია ამგვარი სანქციის დანერგვა საქართველოშიც ოჯახში ძალადობის დანაშაულთან მიმართებაში. როგორც ერთერთი ვარიანტი, შესაძლებელია გაკეთდეს ვებსაიტი სახელწოდებით „მე ვარ მოძალადე“, სადაც გარკვეული პერიოდით აიტვირთება ამ დანაშაულში მხილებული პირების ფოტოსურათები და სახელები. იმისათვის, რომ ამ სანქციამ ატაროს დამნაშავის რეინტეგრაციის ფუნქცია, გარკვეული პერიოდის შემდგომ დამნაშავის ფოტოგრაფიამ უნდა გადაინაცვლოს ამავე ვებსაიტის ღირსეული მეოჯახის გვერდზე და შემდგომში საბოლოოდ გაქრეს. შესაძლებელია ამ იდეის გაფართოვება და მისთვის უფრო დიდი დატვირთვის მიცემა. იდეა რეინტეგრირებული შერცხვენის მდგომარეობს არა მარტო მოძალადის შერცხვენაში, არამედ ამავდროულად ამ სისხლის სამართლის დანაშაულში, მიზანი – გამყარდეს მორალური კავშირი საზოგადოებასა და დამნაშავის შორის.
განსხვავებით რეინტეგრირებული შერცხვენისა, არსებობს ასევე სტიგმატური შერცხვენა (Stigmatic Shaming), სადაც გამოყენებულია სანქცია მორალური კავშირის განადგურებისთვის საზოგადოებასა და დამნაშავეს შორის.
შეერთებულ შტატებში, ხშირად მოსამართლეები იყენებენ ამ ტიპის სანქციას რათა შეარცხვინონ დამნაშავე ნიშნით: „ამ სახლში ცხოვრობს სისხლის სამართლის დამნაშავე,“ ან მანქანაზე მიმაგრებული სტიკერით „მე ვატარებდი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში…“ მოკლედ რომ ითქვას, სტიგმატიზაცია უფრო რიყავს დამნაშავეს საზოგადოებიდან, და რაცხავს მას პიროვნებად, რომლის ნდობაც არ შეიძლება . რომ მისგან მოსალოდნელია დანაშაულის განმეორებითი ჩადენა. ამ უკიდურეს შემთხვევაში, უნდა შეიქმნას ოჯახში ძალადობის დანაშაულებრივი ელექტრონული რუქა და მასზე მოხდეს საჯარო წვდომა, რომელიც საზოგადოების ინფორმირებას შეუწყობს ხელს. საჭიროების შემთხვევაში, ოჯახში მოძალადე დამნაშავის დარეგისტრირება და მისი როგორც მოძალადის შერცხვენა შესაძლებელი იქნება.

ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებში აღწერილი მიდგომის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულს არ აღენიშნება სხეულის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებები.

.

10872315_10203467680834483_1620477751_n

2005-2010წლები. ინტიმურ-პარტნიორული ძალადობა ქალების წინააღმდეგ. განმეორებითი ვიქტიმიზაცია იგივე დამნაშავის მიერ. 77% ქალების( 18-24 წლამდე )იქცნენ ძალადობის განმეორებითი მსხვერპლი იგივე რეციდივისტ-დამნაშავისგან, 76% ქალების კი 25-34-მდე . 81%  35-49, ხოლო 38%   12-17. გრაფა გვიჩვენებს დამნაშავის რეციდივიზმს ერთსა და იმავე მსხვერპლზე.

.

10942166_10203467681034488_680172627_n

1993-2010  : ყველაზე მაღალი ინტიმურ-პარტნიორული ვიქტიმიზაციის რისკის ქალის ასაკის ჯგუფი განისაზღვრა 18-24 და 25-34 ვიდრე სხვა დანარჩენი.

.

10934437_10203467681114490_1753013529_n

 

1993-2010: ქალების წინააღმდეგ ჩადენილი ინტიმურ-პარტნიორული ძალადობა და ოჯახური მდგომარეობა

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,101 ნახვა
%d bloggers like this: