ჯანდაცვა

გარდაცვილის დედა: ექიმი, რომელმაც ჩემი შვილის სიცოცხლე შეიწირა, დააპატიმრეს

Nusagi

2013 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას (ნიკოლეიშვილის) საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხილვა დასრულდა. გარდაცვლილი მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდაცვლილის დედის ალა მატინოვას თქმით, სამართალმა იზეიმა და ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

“5 წლიანი ლოდინის შემდეგ სამართალმა იზეიმა და დამტკიცდა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ირაკლი მერკვილაძემ შეიწირა”, – განაცხადა მატინოვამ.
დაკავებული ექიმის, ირაკლი მერკვილაძის ადვოკატის ალექსანდრე თათელიშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

“სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჩვენ ყველა ინსტანციას გავაგებინებთ ამ უსამართლობის შესახებ. არ ველოდით ასეთ გადაწყვეტილებას“, -აღნიშნა თათელიშვილმა.

მისივე თქმით, ექიმი დანაშაულს არ აღიარებს, ხოლო ოჯახის წევრები და თანამშრომლები რამდენიმე დღეში პრესკონფერენციას გამართავენ.

მატინოვას თქმით, მისი შვილის შემთხვევა პირველი არ ყოფილა.

„ვიოლეტა მეხუთე ადამიანი იყო, ვინც ირაკლის გარდაეცვალა. ცნობილი ამბავია, საქართველოში ექიმთან მას შემდეგ მიდიხარ, რაც მის შესახებ გაიგებ. ყველა აქებდა და ჩვენც მაგიტომ მივედით, სამწუხაროდ, მერე გავიგეთ, ვინც ყოფილა. დანარჩენი გარდაცვლილების მშობლები ხმას არ იღებენ… ალბათ, თანხა გადაუხადეს. მე გაჩერებას არ ვაპირებ. საერთოდ ვერ ვხვდები, ასეთ ექიმებს ქუთაისში რატომ აჩერებენ. სკამზე ჯდომა და თანხის მიღება ყველას უყვარს“, -აღნიშნა მატინოვამ.
სასამართლომდე, ექიმი ირაკლი მერკვილაძე აღნიშნავდა, რომ გარდაცვლილი საავადმყოფოდან დაუკითხავად წავიდა და ჰოსპიტალიზაციაზე მან და მისმა მეუღლემ უარი ორჯერ განაცხადეს.

„ვიოლეტა ჩვენგან 23 იანვარს დაუკითხავად წავიდა. მას შემდეგ 5 ჯერ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გარდაცვლილმა და მისმა მეუღლემ ჰოსპიტაზაციაზე უარი განაცხადეს, რაზეც მათი ხელმოწერები მეტყველებს. ვიოლეტას ჩემგან წასვლის მერე ფილტვების ანთება დაემართა, შემთხვევა 5 წლის წინ მოხდა და 3 წელიწადნახევარია გამოძიება მიმდინარეობს. ვინ არის ვიოლეტას გარდაცვალებაში დამნაშავე, ამას სასამართლო დაადგენს“,-განაცხადა მერკვილაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,163 ნახვა
%d bloggers like this: