ჯანდაცვა

ექთნების შოკისმომგვრელი საქციელი ვიდეომ აღბეჭდა

Nusagi

რუსეთში, სოჭის მე-4 საავადმყოფოს ორი ექთანი გათავისუფლებული იქნებიან სამუშაოდან, ამის შესახებ ქალაქის ჯანდაცვის სამმართველოში განაცხადეს. გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, როგორ გამოყავთ ქუჩაში ინვალიდის ეტლით მედდებს უძლური მოხუცებული და ავტოფარეხებთან აგდებენ.

როგორც მედდებმა განაცხადეს, დილით პაციენტმა მათ თხოვა, რომ გაეყვანათ გარეთ, სადაც მას მეგობარი ელოდებოდა. მათი თქმით, მოხუცი მინიშნებულ ადგილას ეტლით გაიყვანეს და დატოვეს. თუმცა კადრებში კარგად ჩანს, რომ მწოლიარე ადამიანი ქუჩაში ეტლიდან გადმოაგდეს და მიატოვეს.

ჯანდაცვის სამმართველო აცხადებს, რომ ადამიანს უფლება აქვს, უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, მაგრამ ასეთი თხოვნა წერილობითი ფორმით უნდა იყოს გაფორმებული. განყოფილების უფროსის მიმართ სამსახურეობრივი მოკვლევა დაიწყო.

მწოლიარე მამაკაცმა ქუჩაში 20 წუთი გაატარა, თვითმხილველებმა პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს.

სასაწრაფო დახმარების ექიმებმა ავადმყოფი შეამოწმეს და საავადმყოფოში დააბრუნეს.


 

 

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,703,239 ნახვა
%d bloggers like this: