ახალი დამატებული

რიკოთის გვირაბთან, ავარიის შედეგად დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები და მათი ნათესავები არიან

Nusagi

რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანაში რომელსაც გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები ისხდნენ.

ავარიის შედეგად, 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ადგილზევე გარდაიცვალნენ. ერთი კი ხაშურის საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,874 ნახვა
%d bloggers like this: