ბიზნესი

როგორ შექმნა ერთმა ქალმა კექსების მრავალ-მილიონიანი ბიზნესი

Nusagi

ჯიჯი ბატლერი დამლაგებლად მუშაობდა  და როცა კექსების პირველი  მაღაზია გახსნა, მის ანგარიშზე ბანკში მხოლოდ 33 დოლარი იყო დარჩენილი.

როცა ეს ბიზნესი დავიწყე, ხალხი დამცინოდა, გიჟს მეძახდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა.

დღეს მას 92 მაღაზია აქვს 23 შტატში და 35 მილიონიანი გაყიდვები წლიურად. “ძალიან ბედნიერი ვარ ასე რომ მოხდა, მიხარია, რომ გავმდიდრდი, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ჩემის სიმდიდრის წყარო კექსი გახდებოდა და არა სიმღერა”. ჯიჯი ბატლერი ბავშვობიდან მომღერლობაზე ოცნებობდა, მღეროდა კიდეც საღამოობით კლუბებში .ოკლაჰომელი  ღარიბი ფერმერის შვილი თავის სარჩენად ოჯახებში დადიოდა და სახლებს ალაგებდა.

31 წლის ასაკში ჯიჯი  მიხვდა, რომ მის ოცნებას, გამხდარიყო “ქანთრი”-ს ცნობილი მომღერალი, ახდენა არ ეწერა . ის ნაშვილში, ტენესიში გაემგზავრა და დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. “ერთხელ, როცა სააბაზანოს ვალაგებდი, ჩემმა ძმამ დამირეკა, რომელიც  ჩემს სანახავად ჩამოვიდა , ის ტელეფონში მიყვიროდა, რამდენი ხანია, კექსის რიგში ვდგავარ, ძლივს მოვახერხე ყიდვა, გავსინჯე და შენ ბევრად უკეთესი გამოგდის. მიატოვე ყველაფერი და გახსენი კექსის საცხობი”ო- იხსენებს ჯიჯი ბატლერი.

იდეის განხორციელებაში მთელმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა, მშობლებმა საცხობის ქირის ფული მისცეს, ძმა რემონტის კეთებაში დაეხმარა, იმ ოჯახმა, კი სადაც ის დამლაგებლად მუშაობდა, 15 000 დოლარი აჩუქა. და საქმეც დაიწყო

როცა პირველად გავაღე მაღაზიის კარები, ღმერთს ვეხვეწებოდი, ღმერთო, მოაწონე ხალხს ჩემი კექსები მეთქი, მაგრამ მათ ისინი კი არ მოეწონათ, შეუყვარდათ”-ამბობს ჯიჯი . მაღაზიასთან რიგები დადგა , საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ დამლაგებლად მაინც ვაგრძელებდი მუშაობას, მეშინოდა, ერთ დღეს ბიზნესი არ ჩამვარდნოდა, როცა ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა და შემომთავაზა, ფრენჩაიზი მიმეყიდა მისთვის. ფრენჩაიზი? ვკითხე მე, ეს რას ნიშნავს?… მოკლედ, გავაფორმეთ საბუთები და გაიხსნა ჩემი სახელობის   კექსების ბრენდის რამდენიმე მაღაზია.

თავისი  წარმატებას ჯიჯი ბატლერი კექსების, მაფინების და სხვა ტკბილეულის ორიგინალურ და განსხვავებულ არომატს უკავშირებს, რომელიც მისი ოჯახის , მისი დიდი ბებიების  რეცეპტების დამსახურება

დღეს ჯიჯი თავისი ბრენდის სახეა, მას უკვე აღარ სჭირდება საკუთარი მაღაზია, ვინაიდან სხვა ხალხი ყიდულობს მისგან ფრენჩაიზს, ის მხოლოდ საბუთების გაფორმებითაა დაკავებული. თავისი 3 წლის გოგონასთვისაც მეტი დრო რჩება.  2019 წლისთვის ის 250 მაღაზიის გახსნას ვარაუდობს

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,618 ნახვა
%d bloggers like this: