სპორტი

ტოჩინოშინის ცრემლები და პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ

Nusagi

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიაში იმპერატორის თასის მოგების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

ტოჩინოშინის თქმით, ის ტრავმების გამო სუმოს დატოვებაზეც ფიქრობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტოჩინოშინს იაპონურმა ტელევიზიამ ინტერვიუ ჩამოართვა. ქართველმა სპორტსმენმა საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. არ მეგონა, რომ ეს დღე დადგებოდა. როცა ტრავმების გამო საავადმყოფოში მოვხვდი, სუმოს დატოვებაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ ტრავმები მოვირჩინე და ყველაფერი წარმატებით დასრულდა. მინდა, ყველას, ვინც მგულშმატკივრობდა, მადლობა გადავუხადო”, – ციტირებს ტოჩინოშინის სიტყვებს nhk.or.jp.

27 იანვარს, სუმოს ისტორიაში პირველად, ქართველმა სუმოისტმა იმპერატორის თასი მოიგო. წლის პირველ ბაშოზე, ტურნირის მე-14 დღეს ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი იაპონელ შოჰოძანს დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,156 ნახვა
%d bloggers like this: