ახალი დამატებული

წყალდიდობა პარიზში- მიმდინარეობს ხალხის და სამუზეუმო ექსპონატების ევაკუაცია

Nusagi

პარიზში, წყალდიდობის გამო უსაფრთოხების განსაკუთრებული ზომებია შემოღებული. შედარებით საშიში ადგილებიდან მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია. ქალაქის ხელმძღვანელობამ სენაში წყალზე გემების მოძრაობა შეაჩერა. დაკეტილია სანაპიროსთან მისადგომი ადგილებიც. პარიზის მთავარი მუზეუმები ორსე და ლუვრი ჯერჯერობით ღიაა, თუმცა ლუვრში პირველ სართულზე განთავსებული ისლამური ხელოვნების განყოფილება დაიკეტა.

ცნობილმა სასახლემ პტი-პალემ მაინც დაიწყო ექსპონატების ევაკუაირება. დირექტორის თქმით, უსაფრთხო ადგილებში ათასობით ხელოვნების ნიმუშია გადატანილი.
წინასწარი პროგნოზებით, ამ დღეებში ნალექის დონე მაქსიმუმს მიაღწევს, სენა კი 6 მეტრამდე შეიძლება ადიდდეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,269 ნახვა
%d bloggers like this: