უცხოური მედია

BBC: სააკაშვილს ღამე სახლიდან გასვლა აუკრძალეს

Nusagi

BBC მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად ღამის საათებში შინაპატიმრობა მიუსაჯა. დეკემბერში სასამართლომ არ დააპატიმრა ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რომელსაც ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში და რუსეთში გაქცეული ოლიგარქის სერგეი კუჩენკოსგან დაფინანსების მიღებაში. სააპელაციო სასამართლომ კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა უკრაინის გენერალური პროკურატურის სარჩელი .

 

უკრაინაში არსებობს შინაპატიმრობის რამდენიმე სახე. პროკურატურა სააკაშვილისთვისთვის მთლიანი დღე-ღამით პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ საკმარისად ჩათვალა მისთვის ღამის 22:00 სთ-დან დილის 7 სთ-მდე სახლში ყოფნა. ასევე, ყოფილ გუბერნატორს და ექსპრეზიდენტს კიევის დატოვება ეკრძალება ნებართვის გარეშე.

“მე ვიღებ პოროშენკოს გამოწვევას”-განაცხადა სააკაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ და სასამართლოს სამარცხბინო უწოდა.

სააკაშვილის აზრით, უკრაინის ხელისუფლებას მისი საქართველოში დეპორტაცია სურს, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულია აღძრული. იანვრის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ  სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის პერიოდში, უფლებების გადამეტებაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “-წერს BBC.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,879 ნახვა
%d bloggers like this: