მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური სოციალურ ქსელში ფოტოს და პოსტს აქვეყნებს. კომენტარებიდან ირკვევა, რომ განოს შვილს ვირუსთან ერთად მწვავე ინტოქსიკაცია აქვს და საავადმყოფოშია მოთავსებული. ვის და რატომ ადანაშაულებს განო მელითაური მომხდარში, ჯერჯერობით არ წერს.
“დღე მეოთხე, ისევ 38,5, ისევ გადასხმა, ისევ სპაზმური ხველა, თავის ტკივილი. ზოგზოგიერთებმა ილოცონ, რომ უკვალოდ გაუაროს..
p.s. არაფერი ამ საშინელ ქვეყანას , დამახინჯებულ განათლების სექტორს, გაუბედურებულ მართლმსაჯულებას და უკანონობას, ტყუილებს, არაკეთილსინდისიერ ხელმძღვანელებს არ ეშველება! ბედნიერი ვარ, რომ არსებობს ქეთი ბაგრატიონი და გლობალმედის სუპერ გუნდი, 25 საათი ჩვენი შვილების სამსახურში.
პ.ს. მართლა ილოცოს ყველამ, ვინც დამნაშავეა, ხვალ ამ დროს ვიყოთ სახლში, თორემ კვლევებს და მიზეზშედეგობრივ კავშირებს თვალზე ავაფარებ ყველას სახვა ბავშვების დასაცავად!”-წერს განო მელითაური.