საზოგადოება

მირანდა ფაღავა: ვაპირებ, ევროპის რომელიმე ქვეყანაში ლტოლვილად ჩავბარდე

Nusagi

23 წლის ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა, რომელსაც გამთენიისას ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, რუსთავი2-თან კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ევროპის რომელიმე ქვეყანაში ლტოლვილად ჩაბარდება.

“უმაღლესი განათლება მაქვს, მინდოდა იურიდიულზეც ჩამებარებინა და ამ კუთხით მქონოდა კარიერა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში თითქმის ყოველდღე ვხდები ძალადობის მსხვერპლი, ანუ ადამიანები ჩემი გენდერული იდენტობის გამო ჩემს მიმართ აგრესიას გამოხატავენ, იმის გამო, რომ სამსახურის შოვნის შესაძლებლობა არ მეძლევა მიუხედავად განათლებისა და გონებრივი შესაძლებლობებისა, როგორც კი ეს საქმე დაიხურება, ვაპირებ ლტოლვილის სტატუსით ჩავბარდე ევროპის რომელიმე ქვეყანაში და გავერიდო, რადგან მე არ მაქვს იმის ძალა, რომ ამდენი გაბოროტებული ადამიანის წინააღმდეგ ვიბრძოლო”-განაცხადა მირანდა ფაღავამ.
ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე შსს-მ 126-ე მუხლისთ აღძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,709 ნახვა
%d bloggers like this: