კრიმინალი

მკვლელობა თურქეთში-პოლიციას გარდაცვლილი ქართველი ქალის შვილი შოკურ მდგომარეობაში დახვდა

Nusagi

თურქეთში, სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, – ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. გამოძიების ინფორმაციით, ჯ. ხ. სტამბოლში, სისლის რაიონში ცხოვრობდა. მან დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაული კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. თვითმხილველების ცნობით, მომხდარის დროს სახლში ქართველის ქალის ქალიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გასროლის ხმაზე დედის ოთახში შევიდა. ადგილზე მისულ პოლიციას ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ქალიშვილი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,163 ნახვა
%d bloggers like this: