YouTube-ის მომხმარებლებმა სარეკლამო ბანერებზე JavaScrip-კოდი აღმოაჩინეს, რომლის მეშვეობითაც უცნობი მაინერები კრიპტოვალუტა მონეროს გამოიმუშავებენ. ის 80 პროცენტით ტვირთავს კომპიუტერის პროცესორს, სანამ მომხმარებელი ვიდეოს უყურებს. ამის შესახებ ინფორმაციას Ars Technica ავრცელებს.
მავნებელი სკრიპტი Avast ანტივირუსის მეშვეობით შენიშნეს. დიეგო ბეტომ რეკლამის კოდში კრიპტოვალუტის მაინერი შენიშნა- ის 10-დან 9 ბანერში იყო. ბოროტმოქმედები მას იაპონიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ესპანეთში ავრცელებდნენ. უცნობია, რა რაოდენობით კრიპტოვალუტა გამოიმუშავეს მათ.
Google-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრობლემის შესახებ უკვე ცნობილია. მისი თქმით, მავნებელი რეკლამა დაბლოკილია, ბოროტმოქმედებს კი კომპანიის პროდუქტებთან დაშვება აეკრძალათ.
გასული წლის სექტემბერში, იგივე სქემა The Pirate Bay-მ გამოიყენა. ის კრიპტოვალუტას ისე გამოიმუშავებდა, რომ მომხმარებელი ვერ ხვდებოდა, რომ მის კომპიუტერს იყენებდნენ.