პოლიტიკა

DW: მწვავე ინტერვიუ სააკაშვილთან, ტიმ სებასტიანი: -თქვენ საკუთარ სიტყვებს აუფასურებთ

Nusagi

ტელეკომპანია „Dautsche Welle”-ს გადაცემაში  „CONFLICT ZONE” სტუმრად მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტმა  ტიმ სებასტიანმა  მწვავე კითხვები დაუსვა, რომელიც უკრაინაში და საქართველოში მის მოღვაწეობას ეხებოდა.

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა სააკაშვილის მიერ უკრაინის ხელისუფლების წევრების მისამართით მტკიცებულებების  გარეშე გამოთქმულ ბრალდებებს. ჟურნალისტის თქმით, სააკაშვილს საზოგადოებისთვის არ წარუდგენია არცერთი ფაქტი და მტკიცებულება.

ტიმ სებასტიანი: -სად არის მტკიცებულებები, რომლებსაც თქვენ სასამართლოში წარადგენდით?

მიხეილ სააკაშვილი: -რომელ სასამართლოში?

ტ.ს: -ნებისმიერში.

მ.ს: -უკრაინაში ყველა სასამართლო კონტროლდება, ჩვენ ბევრი სარჩელი წარვადგინეთ სხვადასხვა სასამართლოებში, მაგრამ როგორც წესი, ვაგებთ. ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ მუშაობს. ოლიგარქები აკონტროლებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, მედიას, პროკურორებს, სასამართლოებს, სამართალდამცავ ორგანოებს.

ტ.ს:-მაგრამ ყოველთვის, როცა ამ ბრალდებებით გამოდიხართ,  თქვენ არანაირ მტკიცებულებებს არ წარადგენთ, თქვენ საკუთარ სიტყვებს აუფასურებთ.

მ.ს.: -არა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტი ხალხი გვიჭერს მხარს, ადამიანების ცნობიერება იზრდება. ჩვენ ვნახეთ რა მოხდა რუმინეთში, როცა ინსტიტუტებმა ხალხს იმედი გაუცრუა, უკრაინელები რუმინელებზე უარესები არ არიან, ვფიქრობ, მშვიდობიანი პროტესტით აიძულებენ სისტემას, გათავისუფლდეს კორუმპირებული ოლიგარქებისგან.

ტ.ს.: -თქვენ ისე იყენებთ ბრალდებებს, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი სლოგანს, თქვენ არ თვლით საჭიროდ რაიმეს მტკიცებას, უბრალოდ ყველას ქურდებს უწოდებთ.

მ.ს: -უკრაინის შემთხვევაში ყველა მტკიცებულებები სახეზეა, მთელი ელიტა ქურდები არიან.

ტ.ს.:-მაგრამ ეს თითქმის კლიშეა, ეს უფლებას გაძლევთ, რომ არ წარადგინოთ საფუძვლიანი მტკიცებულებები?

მ.ს.: -ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მტკიცებულებები

ტ.ს.: -მაშინ წარმოადგინეთ.

მ.ს: -ყველაზე სერიოზული მტკიცებულება ისაა, რომ უკრაინის ეკონომიკა არ იზრდება, ის ევროპაში უღარიბესი ქვეყანაა ერთ სულმოსახლეზე მშპ-ს მიხედვით.

ტ.ს: –და ამის საფუძველზე ამბობთ, რომ ისინი ქურდები არიან?

მ.ს: -ეს არის ელიტის კორუმპირებულობის შედეგი

ტ.ს: -ეს არცერთ სასამართლოში არ გამოგადგებათ.

ჟურნალისტმა სააკაშვილს  შეახსენა, რომ ცოტა ხნის წინ სასამართლომ ის გაამართლა და პატიმრობა არ მიუსაჯა მიუხედავად პროკურატურის მოთხოვნისა.

ტ.ს:– გამოდის, ყველაფერი არ ყოფილა კონტროლის ქვეშ?

 მ.ს: -ეს მხოლოდ ერთი გამონაკლისია. ამ მოსამართლეს ახლა დევნიან.

ტ.ს.:-თუმცა თქვენ გაქვთ თავისუფლება აზრის გამოთქმასა და გადაადგილებაში. თქვენ აქ თავისუფლად იმყოფებით, მათ ხომ არ ჩაგსვეს თვითმფრინავში საქართველოს მიმართულებით. არადა  შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ.

მ.ს.:-მათ ეს ჩემს თანამოაზრეებზე განახორციელეს. ისინი შეკრიბეს და თბილისში გაგზავნეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,393 ნახვა
%d bloggers like this: