საზოგადოება

ამერიკაში, მუშამ მილიონი დოლარი მოიგო და გარდაიცვალა

Nusagi

 

ამერიკელი მუშა, რომელმაც ლატარეაში მილიონი დოლარი მოიგო, ფულის აღებიდან 3 კვირაში გარდაიცვალა. ამის შესახებ NYup.com იუწყება.

დეკემბერში, 51 წლის დონალდ სავოსტანომ ნიუ-იორკში, სადღესასწაულო ლატარეის ბილეთი 10 დოლარად შეიძინა. დამცავი ფენის გადაფხეკისას აღმოაჩინა, რომ მილიონი დოლარი მოიგო.

ლატარეის წესების მიხედვით, მოგება რამდენიმე წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გაიცემა. პროცესის დასაჩქარებლად მოგებულს შეუძლია უარი თქვას თანხის ნაწილზე და ერთდროულად მიიღოს დარჩენილი. სავოსტანომ სწორედ ეს ვარიანტი ამჯობინა და 4 იანვარს 661,8 ათასი დოლარი გადაეცა.

მოგების შემდეგ მუშამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიბერისთვის მას დანაზოგი არ შეუქმნია, ამიტომ, “ეს ფული დამეხმარება ამაში- ექსტრავაგანტული გეგმები არ მაქვს, ვიყიდი ახალ პიკაპს, გავისტუმრებ ვალებს და მომავლისთვის საქმეში ჩავდებ”.

ამ ინტერვიუს შემდეგ სავესტანოს მოულოდნელად,  შორსწასულ  სტადიაში სიმსივნე აღმოაჩნდა და 26 იანვარს გარდაიცვალა.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,271 ნახვა
%d bloggers like this: