პოლიტიკა

გიული ალასანია კიევში მშენებარე სახლზე განმარტებას აკეთებს-თბილისში მშობლების სახლი გავყიდე და იმ ფულით ავაშენე

Nusagi

 

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს  და წერს, რომ კივთან მიწის ნაკვეთი და  ახლად აშენებული სახლი დედამისმა, გიული ალასანიამ მას შემდეგ შეიძინა, რაც თბილისში, მშობლების დანატოვარი ბინა გაყიდა.

“2016 წელს. როცა მე კიევში ჩამოვედი ოდესიდან და დედაჩემმა ნახა, რომ აქ დიდი ხნით ვაპირებდი დარჩენას, გაყიდა მშობლების სახლი თბილისის ცენტრში და იყიდა კიევთან პატარა ნაკვეთი, სადაც თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო ერთსართულიანი, სამოთახიანი სახლის მშენებლობა, მაგრამ აგვისტოს შემდეგ სახლი ასე დგას”-წერს სააკაშვილი და ამბობს, რომ დღეს, ერთ-ერთმა ოლიგარქიულმა ტელევიზიამ ადამიანები მისი საწინააღმდეგო პლაკატებით მიიყვანა აღნიშნულ სახლთან.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც გიული ალასანია ამბობს, რომ საქართველოში მეგობართან ერთად დააარსა  საკუთარი უნივერსიტეტი, ახლა კი ეს დაწესებულება უნივერსიტეტის გარდა მოიცავს მთელ საგანმანათლებლო სისტემას, სკოლას, სკოლამდელ დაწესებულებას და ხელფასი საკმაოდ დიდი აქვს,-60 ათასი დოლარი.

ვინაიდან მისმა შვილმა გადაწყვიტა ემსახუროს უკრაინას , ის კი ხშირად სტუმრობს მას, ყოველი ჩასვლისას  სასტუმროზე რომ არ ეფიქრა, სახლის აშენება გადაწყვიტა. “ზუსტად იმ დროს, გავყიდე მშობლების სახლი და იმ ფულის ნაწილი ამ სახლის მშენებლობაზე დავხარჯე.”-აცხადებს გიული ალასანია და ამბობს, რომ სახლის რემონტი ძალიან ძვირი ჯდება, თუმცა იმედი აქვს, რომ მალე დაამთავრებს .

რომელი სახლი გაყიდა გიული ალასანიამ თბილისში, ამის გადამოწმებას Info Postalioni სამოქალაქო რეესტრის ბაზაში შეეცადა, თუმცა  ინფორმაცია გაყიდვის შესახებ, საჯარო რეესტრის განცხადებების ძიების გვერდზე არ იძებნება, თავად კი ისევ პეკინის 33-შია რეგისტრირებული.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,055,062 ნახვა
%d bloggers like this: