მედიცინა

თბილისის მაღაზიებიდან მომაკვდინებელი სათამაშო, ე.წ. ტყლარწი ამოიღეს

Nusagi
მომაკვდინებელი სათამაშო. ე.წ. ტყლარწი  ბოლო დასკვნის მიხედვით მომწამვლელი ნივთიერების დასაშვებზე 29-ჯერ მეტ დოზას შეიცავს.. – თბილისის მაღაზიებიდან უკვე ამოღებულია მაგნიტური ჟელეს ე.წ. მაგნიტური ტყლარწის თითქმის ყველა სახეობა. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს. კვლევებით დადგინდა, რომ მაგნიტური ჟელე ე.წ. ტყლარწი სიცოცხლისთვის საშიშია და მისი მცირე რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა ჯერ მწვავე ინტოქსიკაციას, გართულების შემთხვევაში კი სიკვდილს იწვევს.
 ბაზარზე სათამაშო ჟელეს იგივე ტყლარწის რამდენიმე სახეობა იყიდება. სპეციალისტებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, მაგნიტური ჟელე, რომლის შემადგენლობაშიც რკინის ნაწილაკები შედის. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ნივთიერება დარიშხანის სახიფათო დოზას შეიცავდა.
საშიში მაგნიტური ჟელე თბილისში მაღაზიების ქსელიდან უკვე ამოიღეს, თუმცა სავაჭრო ობიექტების მფლობელებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია აკრძალვამდე რა ოდენობის საშიში ჟელე გაიყიდა საქართველოში. მაგნიტური ჟელეს გაყიდვა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე აიკრძალა.
“მომწამვლავი ნივთიერება რომელიც ე.წ ტყლარწში აღმოჩნდა, მოქმედებს კუჭნაწლავზე, აზიანებს ნერვულ სისტემას, იწვევს ღვიძლის დაზიანებას, ის ხშირად არის მიზეზი სისხლის წარმომქმნელი უჯრედების დაზიანების და აქვს დარიშხანის კანცეროგენული მოქმედება! წარმოიდგინეთ, რომ ეს შხამი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით შედის ბავშვის ორგანიზმში. “-აცხადებს პროფესორი  მარინა გიორგობიანი.
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,864 ნახვა
%d bloggers like this: