სელებრითები

მეგან მარკლი კვლავ აპირებს პროტოკოლის დარღვევას

Nusagi

ბრიტანეთის პრინცის, ჰარის საცოლეს, ყოფილ მსახიობ მეგან მარკლს ხშირად ადანაშაულებენ სამეფო სახლის  პროტოკოლის დარღვევაში. პირველ ოფიციალურ ფოტოსესიაზე ის კოლგოტების გარეშე გამოვიდა, რაც სამეფო დრეს-კოდის უხეშ დარღვევად ითვლება. ერთ-ერთი ბოლო ოფიციალური ღონისძიების დროს კი პატარა გოგონას ავტოგრაფი მისცა, რაც ასევე აკრძალულია სამეფო ოჯახის წევრებისთვის. როგორც პრესა ამტკიცებს, მეგანის ქცევებზე  დედოფალი ელისაბედ მე-2  ძალიან წუხს, თუმცა მარკლი წესების უმეტესობას მოძველებულად მიიჩნევს და მათ იგნორირებას განაგრძობს. გამოცემა Business Insider-ის ინფორმაციით, პრინცის საცოლე კიდევ და შეგნებულად აპირებს დაარღვიოს პროტოკოლი.

მეგანი 19 მაისს, საკუთარ ქორწილში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ბრიტანეთში ქორწილზე, სადღესასწაულო სიტყვას როგორც წესი, მამაკაცები წარმოთქვამენ- სიძე, ან პატარძლის მამა. მარკლი ამ ტრადიციის დარღვევას აპირებს, რათა მადლობა გადაუხადოს მომავალ მეუღლეს და ყველას, ვინც მას მხარი დაუჭირა. ინსაიდერების ინფორმაციით, ჰარი ამის წინააღმდეგი არ არის.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,703,214 ნახვა
%d bloggers like this: