პოლიტიკა

მიხეილ აბესაძე: მტრულ ნარატივს ამკვიდრებს ქალბატონი

Nusagi

საზოგადოებრივი ფორუმის “ამერიკის ნამდვილი მეგობრების” წევრი მიხეილ აბესაძე NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს მიმართავს.

“ცოტა არ იყოს უხერხული განცხადებაა ქალბატონო ლორა იმ ფონზე, როდესაც ერთ-ერთ გავლენიან და ავტორიტეტულ ორგანიზაციას  წარმოადგენთ ქვეყანაში.
ისიც უხერხულია, როდესაც ჩრდილს აყენებთ ქვეყნებს შორის ურთიერთობას.
უუხერხულესია … მეტიც და, შეურაცხმყოფელია ასეთი განცხადებების გაკეთება ქვეყანაში, რომლის ჯარისკაცები, შენი ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად სიცოცხლეს სწირავენ მსოფლიო უსაფრთხოებას !
მოკლედ მტრულ ნარატივს ამკვიდრებს ქალბატონი და ეს ვის წისქვილზე ასხავს წყალს, კი იცით…
P.S.  საინტერესოა ენდიაის მთავარი ოფისის პოზიცია ლორა თორნტონის მოსაზრებებთან და განცხადებასთან დაკავშირებით.”წერს მიხეილ აბესაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა Facebook-ზე  დაწერა:

“ჟურნალისტმა მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ს და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვით დონალდ ტრამპის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი საქართველოს რუკაზე დიდი ალბათობით ვერ იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მომწონს ვარაუდი, რომ ამხელა გავლენა გვაქვს!”.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,269 ნახვა
%d bloggers like this: