ეს საინტერესოა

რატომ იწყებენ ადამიანები ფურცელზე სხვადასხვა ფიგურების ხატვას

Nusagi

გაჭიანურებული კონფერენციების, პრესკონფერენციების, თათბირებისა თუ მოცალეობის დროს, თუ იქვე კალამი და ფურცელიც მოიძებნება, ადამიანები სხვადასხვა ფიგურების მოხატვას იწყებენ. ერთი შეხედვით ერთობიან, თუმცა ეს გართობა არ არის. ისინი ამ ფიგურებით საკუთარ განწყობასა და შინაგან ბუნებას გადმოსცემენ. ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ:

ადამიანი რომელიც ფურცელზე რკალებისა და წრეების მოხატვით ერთობა და  წრეები ერთმანეთზეა მიბმული,ეს  ნიშნავს, რომ მას უნდა სიტუაციას შეუერთდეს და მოვლენების ეპიცენტრში მოექცეს. ის ქვეცნობიერით გვამცნობს, რომ თანადგომა და ყურადღება აკლია.

ისრები და უჯრედები თუ ქაღალდზე საკმაო ზეწოლით არის შესრულებული, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი დაღლილი და გამოფიტულია. თითოეული მსხვილი და ენერგიული ხაზი არის ის პრობლემა რომელსაც ვერ ამბობს.

სპირალები ნიშნავს, რომ პიროვნება ერთ პრობლემაზეა ჩაციკლული და გამოსავალს ვერ პოულობს. რაც უფრო სქელი და დიდია სპირალი, მით უფრო სერიოზული და მტკივნეულია პრობლემა.

ყვავილების, ღრუბლებისა და მზის მოხატვა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი კმაყოფილია იქ არსებული მდგომარეობით. მოსაუბრის მოსმენის დროს ის აგებს ოცნების კოშკებს, ფანტაზიორობს რაღაც სასიამოვნოზე. ეს ოპტიმისტურ განწყობაზე მიუთითებს.

თუ ადამიანი უნებურად ჭადრაკის უჯრებს ხატავს, მას ერიდეთ, რადგან ეს იმაზე მეტყველებს, რომ აგრესიულად არის განწყობილი და კონფლიქტისთვის მიზეზებს ეძებს.

ფაქსიმილეს წერა კი თვით ამ „მწერლისთვის“ სიგნალია იმისა, რომ დროა გარშემო მიმოიხედოს, გამოფხიზლდეს, რადგან საკუთარ თავზე ზედმეტად ჩაიციკლა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,364 ნახვა
%d bloggers like this: