საგარეო პოლიტიკა

რუსეთში ოპოზიციის მიტინგზე მიმსვლელთა დაშინების ორიგინალური მეთოდი ამოქმედდა

Nusagi

რუსეთში, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე მიმსვლელთა დაშინების ორიგინალური მეთოდი აამოქმედეს. ვებგვერდზე  სახელწოდებით Je Suis Maidan ტვირთავენ მომიტინგეთა ფოტოებს, შემდგე კი FindFace-ის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით   ახდენენ ნებისმიერი მიტინგის ნებისმიერი მონაწილის იდენტიფიცირებას, ვებგვერდზე იტვირთება მათი ეროვნება, სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი, აგრეთვე ექაუნთები სოციალურ ქსელებში.

“თქვენც გიპოვიან”-წერია ვებგვერდზე. შესვლისას კი ასეთი ტექსტი გეცემათ თვალში:

თქვენ თავისუფალი ადამიანი ხართ, უფლება გაქვთ აირჩიოთ თქვენი გზა ცხოვრებაში, უფლება გაქვთ იაროთ მიტინგებზე, ან შეხვდეთ ოპოზიციის ლიდერებს, მონაწილეობა მიიღოთ გაფიცვაში, თქვენ ამის უფლება გაქვთ.

ჩვენ კი, ანონიმურობის ანონიმურ მტრებს, გვაქვს უფლება ამოვიცნოთ თქვენი სახე, გიპოვოთ სოციალურ ქსელებში და მსოფლიოს გავაგებინოთ თქვენი პოლიტიკური სიმპატიების შესახებ. დარწმუნებული იყავით-ჩვენ მას გამოვიყენებთ! თქვენი მეგობრები, ნათესავები, კოლეგები გ ა ი გ ე ბ ე ნ იმას, რისი თქმაც თქვენ არ გინდათ. 

მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, იანვრის ბოლოს ჩვენი მონაცემების ბაზის მნიშვნელოვან გაფართოებას ვგეგმავთ, ო, ეს სასახელო ფოტონადირობა იქნება”

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,164 ნახვა
%d bloggers like this: