კრიმინალი

სასამართლოში წარვადგენთ მთლიანი ინციდენტის ამსახველ ვიდეოს

Nusagi

მეტროსადგურ “თავისუფლებაში” მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს განმარტებას აკეთებს. საქმე ეხება სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ინციდენტის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“2018 წლის 28 იანვარს, მეტროსადგურ “თავისუფლების” მოედანთან შეკრებილ ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მისვლისას რამდენიმე ახალგაზრდა გაიქცა მეტროპოლიტენის მიმართულებით. პატრულ-ინსპექტორებმა ისინი იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს. როდესაც პოლიცია ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ახალგაზრდების იდენტიფიცირებას ახორციელებდა, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან , ორი პირი- 1992 წელს და 1982 წელს დაბადებული პირები, რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედებები , საპატრულო პოლიციის მიმართულებით გამოიჩინეს აგრესია, გადაიფურთხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ. “-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა და კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პირებს დაკავებულ ახალგაზრდებთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას შეახსენა, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციელი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.

“შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში პოლიციელებმა შეასრულეს კანონის მოთხოვნა და დაიწყეს ამ პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავების პროცესში აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება, “-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა და დასძინა, რომ სასამართლოში მთლიანი ინციდენტის ამსახველ ვიდეოს წარადგენენ.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,055 ნახვა
%d bloggers like this: