პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვია

Nusagi

ლიტველ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. ცერემონიალზე გაჟღერდა ლიტვისა და საქართველოსა ჰიმნები.

გიორგი კვირიკაშვილი საულიუს სკვერნელისს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

30 იანვარს ლიტვის პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე – ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. საულიუს სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს. ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,156 ნახვა
%d bloggers like this: