ახალი დამატებული

ფინეთის პრეზიდენტის თანამდებობას 69 ელის საულ ნიისტო დაიკავებს

Nusagi

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 99%-ზე მეტი დათვლილია. შედეგად ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით საულ ნიისტო დაიკავებს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. საულ ნიისტომ ამომრჩეველთა 62.7%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მის მთავარ მოწინააღმდეგეს მწვანეთა პარტიიდან პეკა ჰაავისტოს კი ხმათა მხოლოდ 12.4% ერგო.

69 წლის ნიისტო, რომელიც პროფესიით ფინანსტია, ფინეთის პრეზიდენტი 2012 წლიდან არის. ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა. ფინეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი მისიაა მეგობრული კავშირები შეინარჩუნოს მეზობლებთან: რუსეთთან, რომელთანაც 1,340 კილომეტრიანი საზღვარი აქვს, დასავლეთით კი პრაქტიკულად აშშ ესაზღვრება. ფინეთი ევროკავშირში 1995 წლიდან არის, ნატოს წევრი კი არ არის.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: