ახალი დამატებული

თვითმხილველები მეტროსადგურ ,,ვარკეთილში” მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ყვებიან

Nusagi

მეტროსადგულ “ვარკეთილში”, შეკიდეული ჭერის ჩამონგრევამ ხალხში პანიკა გამოიწვია. ამის შესახებ თვითმხილველები ყვებიან.

“”მატარებელში ვიყავით, ჭერი ტალღასავით წამოვიდა და დავინახეთ, რომ ვიღაცეები მოყვნენ, სულ ვკანკალებდით, არ ვიცოდი გადარჩნენ თუ არა, ძლივს ამოვაღწიეთ”

“ხალხის ნაკადი ვაგონიდან გამოდიოდა და ზემოდან  ეს საშინელება წამოვიდა, ვერ მივხვდით რა ხდებოდა, ყველა ყვიროდა, ელექტროენერგია გამორთეთო, ყველა თავის დაღწევას ცდილობდა, ხალხი ერთმანეთზე გადადიოდა”

“ნისლივით იყო, ხალხი მაწვებოდა, როგორ ამოვედი არ მახსოვს, არაფერი მახსოვს, უკან რომ გავიხედე, საშინელება დავინახე, ხალხი იყო მოყოლილი…”

მეტროსადგურში დაახლოებით 10:30 საათზე ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომლებიც დაშავებულებს და მეტროში მყოფ ადამიანებს ამოსვლაში და კლინიკაში გადაყვანაში დაეხმარნენ.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,057,358 ნახვა
%d bloggers like this: