ახალი დამატებული

მაშინ საკრებულოში ვთქვი, რომ საეჭვო კომპანიას მისცეს ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები

Nusagi

„ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტს ეხმიანება. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია საგადასახადო სამსახურს შავ სიაში ჰყავდა შეყვანილი. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

ელისაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ის თბილისის მაშინდელ მერს აფრთხილებდა. “ამის შესახებ მე ვაფრთხილებდი ნარმანიას პირადად, საკრებულოშიც. ამასთან დაკავშირებით მომზადდა დიდი რეპორტაჟიც. მაშინ საკრებულოში ვთქვი, რომ საეჭვო კომპანიას მისცეს ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, კომპანიას, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა. მას „ყვარელმშენი“ ჰქვია. სულ დაჯარიმებული იყო ეს კომპანია, პირობების შეუსრულებლობის გამო; შავ სიაში ჰყავდა საგადასახადოს შეყვანილი და მას მისცეს 400 000-ლარიანი ტენდერი.

სინამდვილეში, ჭერი საერთოდ არ იყო შესაცვლელი. იქ არის ბეტონის ჭერი, და არ იყო საჭირო პლასტიკატის აკვრა. შესაბამისად, ეს სამუშაო იყო ამაო. მაშინ ლამის ხალხის მტრად გამომაცხადეს, რომ თითქოს მე ჩასაფრებული ვიყავი, რომ თითქოს არაფერი არ მომწონს. ნიშნის მოგებით ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ როცა ადამიანებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეხება საქმე, როგორ შეიძლება ხმამაღლა არ ილაპარაკო. მაშინ რომ ყური შეებერტყათ, ეს არ მოხდებოდა. ამაზე პირადად ნარმანია არის პასუხისმგებელი. იმას ვერ იტყვის, რომ არ იცოდა, ამაზე პირადად მე ავტეხე ყვირილი. საკრებულოს სხდომის ოქმები შეგიძლიათ ნახოთ”, – თქვა ალექსანდრე ელისაშვილმა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს შემოსავლების სამსახურმა შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ერთი სამართალდამცველია. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვება. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,236,952 ნახვა
%d bloggers like this: