კრიმინალი

სიცილიაში სპეცოპერაციის ფარგლებში მაფიის 30-ზე მეტი წევრი დააკავეს

Nusagi

სიცილიაში სპეცოპერაციის ფარგლებში 30-ზე მეტი მაფიოზი დააკავეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. კატანიაში იტალიის პოლიციამ სანტანჯელოს კლანის 33 წევრი დააკავა. კლანის წევრები მაფიოზურ დაჯგუფება „კოზა ნოსტრასთან“ არიან დაკავშირებული. მათი საქმიანობის ძირითადი სფერო ნარკოტიკები, რეკეტი და ძარცვა იყო. იტალიელი სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ქალაქ ადრანო სანტანჯელოსა და სკალიზის მაფიოზურ დაჯგუფებებს ჰქონდათ გაყოფილი.

“კოზა ნოსტრას“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ეს რიგით მეოთხე ფართომასშტაბიანი ოპერაციაა. იტალიელმა სამართალდამცველებმა „კოზა ნოსტრასთან“ მოკავშირე ერთ-ერთი კლანის 40-მდე წევრი 24 იანვარს დააკავეს. კრიმინალური დაჯგუფება „ბარსელონელთა ოჯახი“ ქალაქ მესინის გარეუბნებში მოქმედებდა. მანამდე პოლიციამ აგრიჯენტოს პროვინციაში 50 -მდე ადამიანი დააკავა. მათ შორის სან-ბიაჯო-პლატანის მერი. სამშაბათს კი სამართალდამცველებმა დაჯგუფება „კამორას“ 45 წევრი აიყვანა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: