ახალი დამატებული

დავით სერგეენკომ მეტროსადგურ ,,ვარკეთილში” დაშავებული 14 პირი მოინახულა

Nusagi

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 პირი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა. ჯანდაცვის მინისტრმა 14 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი მკურნალი მედიკოსებისგან მიიღო.
ამ დროისთვის, დაშავებულები სტაციონარში, საექიმო მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები და სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევები.
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 14 დაშავებული მკურნალობას თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადის.

მეტროსადგურ ”ვარკეთილში” ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობას აგრძელებენ. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, თუ როდის აღდგება მეტორსადგურის მუშაობა. მანამდე კი თბილისის მეტრო ”ახმეტელი”-”სამგორის” და ”სამგორი”-”ახმეტელის” მიმართულებით მოძრაობს.

დღეს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც პირადად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი.
მეტროსადგურში დაახლოებით 10:30 საათზე ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომლებიც დაშავებულებს და მეტროში მყოფ ადამიანებს ამოსვლაში და კლინიკაში გადაყვანაში დაეხმარნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,244 ნახვა
%d bloggers like this: