საგარეო პოლიტიკა

დასანანია, რომ აშშ-ის შავ სიაში ვერ მოვხვდი

Nusagi
დასანანია, რომ აშშ-ის “შავ სიაში” ვერ მოვხვდი. ასე გამოეხმაურა რუსეთის პირველი პირი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ “შავი სიის” გამოქვეყნებას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინმა “კრემლის ანგარშს” “არამეგობრული აქტი” უწოდა და განმარტა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის უკან რუსეთის რიგითი მოქალაქეები დგანან. კრემლის ლიდერი მიიჩნევს, რომ აშშ ორი ქვეყნის ურთიერთობებს ზიანს აყენებს. პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა ეკონომიკისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვაშინგტონმა “კრემლის ანგარიშის” ფიგურანტებს ფაქტობრივად აშშ-ის მტრები უწოდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ “შავი სიაში” სულ 210 რუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,564 ნახვა
%d bloggers like this: