კრიპტოვალუტა

ეს არის ის ფინანსური აქტივი, რომლის ფლობა და ოპერაციებიც, საგრძნობ ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული

Nusagi

კრიპტოვალუტის ფასი ძალიან მერყევია და ნებისმიერი შედეგი შეიძლება დადგეს მისი ფლობით ან ოპერაციებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

“ეს არის ის ფინანსური აქტივი, რომლის ფლობა და ოპერაციებიც, საგრძნობ ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული… რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია ეს ჰქონდეს, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ მისი ფასი ძალიან მერყევია და ნებისმიერი შედეგი შეიძლება დადგეს კრიპტოვალუტის ფლობით ან მისი ოპერაციებით. “, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მოსახლეობა, კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გასული წლის 20 დეკემბერს, სპეციალური განცხადებით გააფრთხილა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,164 ნახვა
%d bloggers like this: