ახალი დამატებული

თბილისის ბაგა-ბაღ ,,იმედის” სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Nusagi

თბილისის ბაგა-ბაღ „იმედის” სამ აღსაზრდელს გადასხმა უტარდება. პედიატრის ინფორმაციით, პაციენტებს პირღებინება აღენიშნებოდათ.

„მოიყვანეს საბავშვო ბაღიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარებით. დიაგნოზი იყო გულისრევა და პირღებინება. დახმარება მიდის ინფუზიის მიმართულებით, უტარდებათ გადასხმა. გაკეთებულია სისხლის საერთო ანალიზი, მაგრამ იმის დიაგნოსტირება, რომ ეს არის კვებითი ფაქტორი, რომ ეს იყო ბანანიდან გამოწვეული, ამას ჩვენ ვერ ვადასტურებთ“, – განაცხადა პედიატრმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ ხუთი აღსაზრდელი შეუძლოდ გახდა.

როგორც  ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება, მათგან სამი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ორი მშობლებმა სახლში წაიყვანეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,884 ნახვა
%d bloggers like this: