2 არასრულწლოვანი ბიჭი დაჭრეს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე . მოზარდები 25 -ე სკოლის მოსწავლეები არიან.
დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ფილტვში შემავალი ჭრილობა აქვს, საოპერაციოდ არის შეყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
Facebook Comments Box