საზოგადოება

,,კაი, დაკიდე ეს ჭერი, მუშა მაინც ჩამოეკონწიალოს გამძლეობა რომ შეამოწმო”

Nusagi

ახლადგარემონტებულ მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარ ინციდენტს- ჭერის ჩამოვარდნას, რომლის დროსაც ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. ფეისბუქმომხმარებლების დიდი ნაწილის აზრით, დამნაშავე ის სატენდერო კომისიაა, რომელმაც სიიაფის გამო გამოუცდელ კომპანიას გაამარჯვებინა და მეტროსადგურში სარემონტო სამუშაოები ჩააბარა.

როცა საქმე ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტების გარემონტებას ეხება, სატენდერო კომისიამ ყურადღება პროქტის ღირებულებას კი არა,  მის ხარისხს უნდა მიაქციოს. -წერენ სოციალურ ქსელში.

“რათ უნდა ამდენი ბლა ბლა ბლა და თითების გაშვერა? მეტროში სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები პროფესიონალებმა უნდა შეასრულონ (აუცილებელი მოთხოვნა!), კომპანიას უნდა ჰქონდეს ნამუსი (სასურველია!), მეტრო ზედმეტ კონსტრუქციებს და ლოჯების მიშენებას ვერ იტანს (ორჯერ ორი ოთხი!).

კაი, დაკიდე ეს ჭერი, მუშა მაინც ჩამოეკონწიალოს გამძლეობა რო შეამოწმოს(არ იქნებოდა ურიგო!), უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც რაიმე ფორმით გარეულია ამ ამბავში, იმიტომ რომ, საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს პირდაპირი მნიშვნელობით(ტოჩკა!)”-წერს თიკო თვალაძე.

მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი, თორნიკე აბულაძე “პირველთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ  სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ამ ეტაპზე დაბალ დონეზეა, ანუ, არ არის გაწერილი. თუმცა, დიდი კომპანიები ამას თავისი შიდა რეგულაციებით აკეთებენ.

“სამშენებლო კოდექსი, რომელზეც ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა, ითვალისწინებს ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემოტანას, ისევე, როგორც ეს უკვე გაკეთდა სახანძრო უსაფრთხოების რეგლამენტის შემოტანით.”-აცხადებს თორნიკე აბულაძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,874 ნახვა
%d bloggers like this: