საზოგადოება

,,კალაძეს ვთხოვთ, თავისი სელფის ჯოხით ვაკეში, ნინა ჟვანიას ქუჩაზეც ამოიაროს”

Nusagi

ვაკეში, ნინა ჟვანიას ქუჩის მხცოვრებლები თბილისის მერს, კახი კალაძეს თხოვნით მიმართავენ, მივიდეს და საკუთარი თვალით ნახოს, რა პირობებში უწევთ ცხოვრება. მათი თქმით, აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ  სამშენებლო კომპანიებს, რომელთა წყალობითაც ვაკეში არსებულ ქუჩებზე ცხოვრება მალე ჯოჯოხეთს დაემსგვსება, მერიაში მფარველი ჰყავთ და “ყველაფერი გასდით”.

“კახა კალაძეს ვთხოვთ, თავისი სელფის ჯოხით ვაკეში, ნინა ჟვანის ქუჩაზეც ამოიაროს და საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება:  ისედაც ვიწრო ქუჩაზე, მშენებარე კორპუსისთვისთვის ტროტუარი მიიტაცეს, ღობე შუა ქუჩაში გადმოწიეს, ამწე კრანის დასაყენებლად კი მოძრავ ქუჩას იყენებენ. სახლამდე მისვლას  ვეღარ ვახერხებთ. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემდეგ გველის. “-

-აცხადებენ ნინა ჟვანიას ქუჩის მცხოვრებლები, მათი თქმით, კორპუსი, რომელიც მიტაცებულ ტროტუარზე შენდება, 12 სართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა სამშენებლო კომპანიაში როცა დარეკეს და თავი  ბინის ყიდვის მსურველებად წარუდგინეს გაირკვა, რომ კორპუსი რეალურად 12 კი არა, 15 სართულიანი იქნება, ბინების ფართი  60 კვ/ვ.  რაც იმას ნიშნავს, რომ ავტოსადგომი, რომელიც კორპუსის ქვეშ განთავსდება, ვერაფრით ვერ დააკმაყოფილებს მობინადრეებს.

“ბუნებრივია, ყველა ოჯახი ავტოსადგომით ვერ დაკმაყოფილდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანქანები ამ ვიწრო ქუჩაზე უნდა დააყენონ . წარმოიდგინეთ, რა მოხდება , 1 სახანძრო მანქანაც კი ვერ მიუდგება აქაურ კორპუსებს.

  

ჯერ კიდევ არის დრო, ჩაერიოს მერია და არ მისცეს საშუალება ზედმეტი სართულების დაშენების და  ბინების დაქუცმაცების, რათა ავტომანქანებმა არ წალეკონ აქაურობა.   ან როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა კორპუსში, რომელიც ასეთი სისწრაფით შენდება, ხარისხს აღარ აქცევენ ყურადღებას?”-ამბობენ ნინა ჟვანიას ქუჩის მცხოვრებლები “ინფო ფოსტალიონთან” საუბრისას. მათი თქმით, ცოტა ხნის წინ, განცხადებით მერიას მიმართეს, თუმცა იქიდან სრულიად არაადექვატური პასუხი მიიღეს.

“პასუხად მოგვწერეს, რომ  სამშენებლო კომპანია 10 ათასი ლარით დაჯარიმდა და უნებართვოდ განთავსებული ღობის დემონტაჟი დაევალა, თუმცა შემდგომში  მერიის განკარგულებით, ჯარიმა ბათილად იქნა ცნობილი. რაც შეეხება ავტოსადგომს, გვწერენ, რომ პარკირების მოწესრიგების საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება. აი ასეთი “კომპეტენტური” ხალხი ყავთ მერიაში, ჩვენ მივწერეთ , რომ გვაქვს ინფორმაცია, უფრო მაღალი შენდება, ვიდრე უნდა აშენდეს თქო და ესენი გვწერენ, საინფორმაციო დაფა თვალსაჩინო ადგილასაა განთავესებულიო”.

მთაწმინდის და ვაკის გასაყარზე მდებარე ნინა ჟვანიას ქუჩას  ჩვენი ჟურნალისტი ეწვია და ფოტოები გადაიღო. მდგომარეობა მართლაც მძიმე დაგვხვდა. ადგილამდე მისასვლელად დიდი დრო დავკარგეთ, რადგან სამშენებლო ტექნიკა შუა გზაზე დგას და გამვლელი მანქანებისგან მუდმივი საცობია შექმნილი. როგორც ადგილზე , მუშებმა გვითხრეს, შუა ქუჩაში ამწეს დადგმის  ნებართვას ყოველდღიურად იღებენ .

“მიუხედავად იმისა, რომ ატენის ქუჩის მაგალითზე, უკვე ყველაფერი ნათელია და კარგად  ვიცით, რა უმსგავსობაც ხდება, ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ, არქიტექტურის სამსახურიდანაც დაველოდებით პასუხს და ამის შემდეგ დავგეგმავთ ჩვენს მოქმედებას. “-აცხადებენ ჟვანის ქუჩის მცხოვრებლები.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,089 ნახვა
%d bloggers like this: