ხელოვნება და კულტურა

მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრები საქართველოშია

Nusagi

მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრები საქართველოშია. 2 თებერვლიდან, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მიქელანჯელოს ექვს გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმის კოლექციიდან უმასპინძლებს. მხატვრის ორიგინალი ნამუშევრების ექსპოზიცია საქართველოში მუზეუმის დირექტორმა ალესანდრო ჩეკიმ ჩამოიტანა. ნამუშევრები უკვე ეროვნული გალერეის საექსპოზიცო დარბაზში დაკიდეს. გამოფენა ხვალ გაიხსნება. დამთვალიერებელს მისი ნახვა 2 თებერვლიდან შეეძლება.

გამოფენა თბილისში 3 აპრილამდე დარჩება. გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე. შესასვლელი ბილეთის საფასური შემდეგი იქნება: მოზრდილი 7 ლარი; სტუდენტი 1 ლარი; სკოლის მოსწავლე 50 თეთრი; პენსიონერი 50 თეთრი; ბავშვი 6 წლამდე უფასო;

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,295 ნახვა
%d bloggers like this: