სამოქალაქო აქტიურუბის და სამოქალაქო თავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სვანიძის და ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოს ხელჩართული ჩხუბი youtube-ზე, პირდაპირ ეთერში კამერამ აღბეჭდა.
სტალინის პიროვნების განხილვა გადაცემის ბოლოს, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა: “საბჭოთა კავშირი იბრძოდა, ნიკოლოზ კარლოს ძე კი დღეს მოსკოვთან დაღუპულების საფლავებს აფურთხებს, რადგან ფრანგები დანებდნენ და გერმანელების მოკავშირეები გახდნენ, ჩვენი ოფიცრები კი სტალინის მეთაურობის წყალობით, ბოლომდე იბრძოდნენ”-განაცხადა შევჩენკომ.
“ახლოს რომ იყო, სიფათში მიიღებდი”-განაცხადა სვანიძემ.
“კი ბატონო, აქ ვარ! ადექი და დამარტყი”-უპასუხა შევჩენკომ.
ჩანაწერში, სვანიძე შევჩენკოს ურტყამს, რის შემდეგაც ჟურნალისტი დარტყმებით პასუხობს და ისტორიკოსს იატაკზე აგდებს.
Facebook Comments Box