შეყვარებული წყვილი თვითმფრინავის დაშვებისთანავე დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში შეყვარებული წყვილი უჩვეულო მიზეზის გამო დააკავეს. ისინი თვითმფრინავში ორალური სექსით დაკავდნენ. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. თვითმფრინავში, რომელიც ლას-ვეგასიდან მინეაპოლისში მიფრინავდა, თავდაპირველად წყვილმა ბორტგამცილებლების ყურადღება, ხმამაღალი სიცილით მიიქცია, მოგვიანებით კი 43 წლის ქალი და 41 წლის მამაკაცი პლედის ქვეშ ორალური სექსით დაკავდნენ.

მგზავრი, რომელიც მათ უკან იჯდა აცხადებს, რომ აქტი 5-დან 10 წუთამდე გრძელდებოდა, თუმცა წყვილის მტკიცებით, ქალს თავზე პლედი მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში ჰქონდა წაფარებული. თვითმფრინავის დაშვებისას, წყვილი დააკავეს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას უხამს ქცევაში დაადანაშაულეს. ამერიკელი წყვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობენ, რომ მხოლოდ იხუმრეს, თანაც ისინი ბორტზე ნასვამები იყვნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული