კრიმინალი

შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის შემდეგ, პირველად გამოაქვეყნა

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის შემდეგ, პირველად გამოაქვეყნა. ამ თემას უწყებამ სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა.

2017 წელს სულ რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, რომელთა 53.2% გახსნილია. 2016 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია 5.4%-ით. 2016 წლის გახსნის მაჩვენებელი 57.4%-ია.

ქვეყანაში 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 64.5% წარმოადგენს ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ნარკოტიკულ დანაშაულებს. “სტატისტიკის მიხედვით, განზრახ მკვლელობა არ არის მომატებული. ძირითადი ნაწილი ამ თავში მოდის სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე მუხლზე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტების უმრავლესობა არ წარმოადგენს თვითმკვლელობამდე მიყვანის კლასიკურ შემთხვევას. ჯანმრთელობის წინააღმდეგ რეგისტრირებული დანაშაულის დიდი წილი ოჯახურ ძალადობაზე მოდის, ზრდის ტენდენცია უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სოციალური კამპანიის ფარგლებში, გაზრდილია შესაბამისი უწყებებისადმი მიმართვიანობა”- განაცხადეს შსს-ში.

გასულ წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია, ძირითადად, არის შემდეგ დანაშაულებზე: დანაშაული სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრების და სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ. 2017 წლის დანაშაულის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მიაწოდა, რომელმაც აღნიშნული სტატისტიკა დღეს დილით საკუთარ ვებბვერდზე გამოაქვეყნა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,101 ნახვა
%d bloggers like this: