პოსტები სოციალური ქსელიდან

ჩემი აზრით, მეტროში გადაღებულ ვიდეოზე მოქალაქე უფრო ცუდად იქცევა, ვიდრე პოლიცია

Nusagi

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, გამოეხმაურა მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე ორი მამაკაცის დაკავების ფაქტს, რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ნაწილი მიიჩნევდა, რომ მოქალაქე უნდა დაემორჩილოს პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა და ახალგაზრდა მამაკაცები უკანონოდ დააკავა.

“მეტროში გადაღებული ვიდეოს გამო ყველა პოლიციელებს რომ ლანძღავს, ძალიან უსამართლო მგონია. ჩემი აზრით, იქ მოქალაქე უფრო ცუდად იქცევა, ვიდრე პოლიცია. ყველა მოქალაქემ ცალ-ცალკე რომ დაიწყოს იმის გადაწყვეტა, აქვს, თუ არა პოლიციას სახვადასხვა მოქმედების უფლება და იქვე საქმის გარჩევა მიაყოლოს, სადამდე მივალთ?

ან სად გინახავთ, დამნაშვე თავადვე ფიქრობდეს, რომ დამნაშავეა? თუ ყველა მოქალქე, ვინც ფიქრობს რომ უდანაშაულოდ აკავებენ, პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევს და ჩვენ ამ დროს სულ პოლიციას დავდანაშაულებთ, რა მოხდება? იკითხავთ, თუ პოლიცია უკანონოდ აკავებსო? კი მაგრამ რისთვის არსებობს სასამართლო? შენ როგორც კანონმორჩილი მოქალაქე დაემორჩილე და მერე სასამრთლოზე იდავე.

ამბობთ, მოქალაქეს აქვს უფლება პოლიციის უკანონო ბრძანებას არ დაემორჩილოსო. უფლება შეიძლება აქვს, მაგრამ ყველას აქვს კომპეტენცია, გაარჩიოს, რა არის კანონიერი და უკანონო? თუ ყველა თავისი შეხედულების მიხედვით მოიქცევა, შედეგი რა იქნება? შედეგი უკვე არის ის, რომ ყველა ქუჩაში ურჩევს პოლიციას საქმეს და პოლიციასთან ბლატაობა ნორმად იქცა. გასაგებია, რომ სწორედ პოლიციის ბრალია, რომ მას ავტორიტეტი და ნდობა არ აქვს ხალხში, მაგრამ ყოველთვის მოქალაქეების გამართლებით, უკვე ჩვენც ვახალისებთ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.

გამოსავალი აქ მარტივია: ერთი მხრივ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომ ხალხმა იცოდეს, ყველა კანონმდარღვევი პოლიციელი დაისჯება და მეორეს მხრივ, უნდა გამკაცრდეს კანონი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიმართულებით. პოლიციას უნდა ჰქონდეს მკაცრი ინსტრუქცია: არავითარი საქმის გარჩევა ქუჩაში.

არ გემორჩილება? აფრთხილებ, რომ მისი საქციელი უკანონია და მის დაკავებას ითვალისწინებს. თუ ისევ აგრძელებს, მაშინვე აკავებ. ოღონდ, თუ სასამართლომ მოქალაქე გაამართლა და მისი დაკავება უკანონოდ სცნო, სასამართლოს უნდა ჰქონდეს უფლება, იქვე დააკისროს სახელმწიფოს მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა და ამას ახალი სასამართლო არ უნდა ჭირდებოდეს. მხოლოდ ასეთი კომპლექსური ღონისძიებებით მორჩება ერთხელ და სამუდამოდ, როგორც პოლიციელების ბლატავი ისე პოლიციელებთან ბლატავი. თორემ უკვე ლამისაა პოლიციელები და მოქალაქეები ქუჩაში ჩაიცუცქონ.”– წერს მეტრეველი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,269 ნახვა
%d bloggers like this: