სოციალური ქსელები და მედია

დავით სოკოლოვს ,,პრაიმშოუს” წამყვანობა შესთავაზეს

Nusagi

პირველი არხის  ყოფილ წამყვან, დავით სოკოლოვს ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემის წამყვანობა შესთავაზეს. ის “პრაიმშოუს” საპატიო, მეშვიდე წამყვანი იქნება და თვეში ერთხელ შეუერთდება წამყვანებს. სოკოლოვს ამის შესახებ გადაცემაში შეატყობინეს, მან ემოციები და ცრემლები ვერ დაფარა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია გამოიწვია დავით სოკოლოვის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ. ცნობილი წამყვანი ავადმყოფ მეუღლესთან ერთად მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. როგორც მან შემდგომში ჟურნალისტებთან განაცხადა, ოჯახმა ბინა დაკარგა, თავშესაფარში კი კარგი მოვლა და პირობები აქვთ. მისივე თქმით, გადასახადს იმ 1000 ლარიდან იხდის, რომელსაც ყოველთვიურად ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,156 ნახვა
%d bloggers like this: