ეს საინტერესოა

იტალიაში 200-მდე ქვის სახლი 1 ევროდ იყიდება

Nusagi

იტალიურ სოფელ ოლოლაიში 200-მდე ქვის სახლი 1 ევროდ იყიდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. საცხოვრებელი სახლები სარდინიაზე მდებარეობს. პირობების თანახმად, მყიდველი 3 წლის განმავლობაში მისი შეკეთების ვალდებულებას იღებს, რაც წლის განმავლობაში საშუალოდ 25 000 დოლარის დახარჯვას გულისხმობს. ადგილობრივი მთავრობა იმედოვნებს, რომ გაყიდვები სოფელს ისტორიას შეუნარჩუნებს და მცხოვრებთა რაოდენობასაც გაზრდის.

ბოლო 50 წლის განმავლობაში ოლოლაიში მცხოვრებთა რიცხვი 2 250 ადამიანიდან 1 300-მდე შემცირდა. მიუხედავად სახლების სავალალო მდგომარეობისა, სამ სახლს მყიდველი უკვე გამოუჩნდა. ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ დაინტერესებული პირების 100-მდე ზარი მიიღეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,013 ნახვა
%d bloggers like this: