საზოგადოება

სააკაშვილს ვენახები ყვარელში ,,ყვარელმშენის” დამფუძნებლისგან აქვს ნაყიდი

Nusagi

მეტროს სკანდალში გახვეული კომპანიის, “ყვარელმშენის” დამფუძნებელი თამაზ ჯოხარიძე “ნაცმოძრაობის” ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან ყიდვა-გაყიდვით ჯერ კიდევ მაშინ იყო დაკავშირებული, როცა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო და  ყვარელში ვენახებს იერთდებდა. ინფორმაციას  ipress ავრცელებს.

2011 წლის 16 სექტემბერს რადიო “თავისუფლების” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “პრეზიდენტი ვენახში”ვკითხულობთ:

“პრეზიდენტმა სააკაშვილმა კახეთში ვენახი შეიძინა. ყვარელში, მდინარე დურუჯის პირას, ნახევარ ჰექტარზე გაშენებულ საფერავში მიხეილ სააკაშვილმა 33 ათასი ლარი გადაიხადა. იქვე აიშენა სახლი მარნით და ვენახის შეძენიდან სამი თვის თავზე წარჩინებულ აბიტურიენტებს წალამზე შემწვარი მწვადითაც გაუმასპინძლდა.

ყვარელში, დურუჯის მახლობლად, ლამიანში გაშენებული თამაზ ჯოხარიძის ნახევარი ჰექტარი საფერავი თხას ნამდვილად არ შეუჭამია. ვენახის ყოფილი მეპატრონის რძალმა ნელი ჯოხარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გარიგება სამი თვის წინ შედგა: „ვალების გამო ჩემ მაზლს უნდოდა ვენახის გაყიდვა. ასე რომ, დაძალება არ ყოფილა. ეგ კი არა, ბევრ ჩვენ მეზობელსაც უნდა გაყიდვა. ამბობენ, ნეტა, ჩვენიც შეიძინოსო. ისე, როგორც ჩანს, ჩვენს პრეზიდენტს ყვარელი მოსწონს…“

შპს “ყვარელრემმშენი”-ს  დამფუძნებლები იყვნენ თამაზი ჯოხარიძე,ოთარი ქანდაურიშვილი,. შპს-ს იურიდიულ მისამართად დაარსებიდან დღემდე მითითებულია ყვარელში თამაზი ჯოხარიძის საცხოვრებელი სახლი.

საინტერესოა ერთი დეტალი. სააკაშვილისთვის ვენახის არც თუ ისე სარფიანად მიყიდვის შემდეგ, თამაზ ჯოხარაიძის ბიზნესის საქმე აშკარად წინ წავიდა და მისი კომპანია აგვისტოში უკონკურენტო ტენდერში ღირებულებით 296 000 ლარი ცნეს გამარჯვებულად შეთავაზებული ფასით 289 177 ლარად.

საჯარო რეესტრში ჯოხარიძის მიერ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის (ფართით 57კვ.მ) საკუთრებად დარეგისტრირებიდან 5 საათში ნაკვეთის მესაკუთრე ხდება სააკაშვილი.

2014 წლის 7 აპრილს ორივე დაფუძნებელმა სრულად დათმო წილი გიორგი ჯოხარიძის სასარგებლოდ და ის ხდება შპს “ყვარელრემმშენის” მფლობელი და წილის 100%-იანი მმართველი. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, რომ ამ დროისთვის შპს-ს ფინანსური ვალდებულება არ ჰქონია და მისი ქონება არ იყო დაყადაღებული ან იპოთეკით დატვირთული. სწორედ გიორგი ჯოხარიძე დაიბარეს პროკურატურაში ჩვენების მისაცემად ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის გამო.

წყარო: ipress.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,224 ნახვა
%d bloggers like this: