მოგზაურობა

სამმა დანიელმა ტუსრიტმა მთელი ღამე ნიანგების გამო მანქანის სახურავზე გაატარა

Nusagi

სამმა დანიელმა ტურისტმა მთელი ღამე ავტომობილის სახურავზე გაატარა, რათა ნიანგებისაგ დაეცვათ თავი. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Berlingske Media-მ 31 იანვარს გაავრცელა.

ავსტრალიაში მოგზაურობის დროს, ალექსანდრ ჰენსენი , მისი საცოლე და მეგობარი, 22 იანვრის ღამეს, მოვარდნილი მდინარის გადალახვას ჯიპით ცდილობდნენ. თუმცა მანქანა ფსკერზე გაიჭედა , მას ძრავა გაუფუჭდა და ავტომობილი წყლით ივსებოდა.  დაახლოებით ღამის პირველ საათზე ტურისტებმა ფანჯრიდან 1,5 მ. სიგრძის ნიანგი შენიშნეს, მოგვიანებით კი მისი რამდენიმე პირმშო. მათგან თავის დასაცავად დანიელებმა ავტომობილის სახურავზე ასვლა გადაწყვიტეს.

გარკვეული დროის შემდეგ დინებამ მანქანის რყევა დაიწყო, ჰენსენის თქმით, აბსოლუტურ სიბნელეში მხოლოდ მანქანის ავარიული განათება იყო ჩართული და ისინი პანიკამ მოიცვა.

დილით, დინებამ დაიკლო და წყალი მხოლოდ მუხლამდე წვდებოდათ, ამიტომ ტურისტებმა გზის გაგრძელება ფეხით გადაწყვიტეს, მანქანის საბარგულს სახურავი მოხსნეს და ნიანგებისგან დასაცავად ფარად გამოიყენეს. მდინარის წარმატებით გადალახვის შემდეგ ტურისტებმა 10 კმ ტყეში იარეს და ადგილობრივი აბორიგენების საცხოვრებელთან მიაღწიეს, სადაც მათ 10 დღე დაჰყვეს, რადგან ადიდებულმა წყალმა სოფელი კონტინენტის დანარჩენ ნაწილს მოწყვიტა.

ტუსრისტებს სამშობლოში მომავალ კვირას დააბრუნებენ.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,155 ნახვა
%d bloggers like this: