ხელოვნება და კულტურა

ფემინისტები და შიშველი ნიმფების გარშემო ატეხილი სკანდალი

Nusagi

მანჩესტერის სამხატვრო გალერეამ ექსპოზიციიდან ჯონ უილიამ უოტერჰაუსის “ჰილასი და ნიმფები” ჩამოხსნა. გადაწყვეტლებამ კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია, წერს BBC News.

ტილოზე გამოსახულია რამდენიმე შიშველი ახალგაზრდა ქალი. კურატორ კლერ ჰანაუეის თქმით, მუზეუმი აპირებდა დაეწყო დისკუსია  პოლიტკორექტულობასა და ახალ ფასეულობებზე, აგრეთვე იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს აღქმული კლასიკური ხელოვნება ფემინიზმის ეპოქაში. მან ხაზი გაუსვა , რომ ” ის რაც გალერეამ  გააკეთა, -ცენზურა არ არის”. მუზეუმმა მნახველებს მოუწოდა თავიანთი აზრი სტიკერზე დაეწერათ და  თავისუფალ ადგილას დაემაგრებინათ, იქ, სადაც ნახატი ეკიდა.

“ფემინიზმი ჭკუიდან შეიშალა! მრცხვენია, რომ ფემინისტი ვარ”, -ნათქვამია ერთ-ერთ ჩანაწერში. გალერეის სტუმრებმა ადმინისტრაციას მოუწოდეს ერთმანეთს შეუთავსოს კლასიკა და თანამედროვე ხელოვნება, რომელიც ახალ ფასეულობებს აღიარებს, და პოლიტკორექტულობის მიზნით ნუ ჩამოხსნის ნახატს.

მუზეუმში განმარტეს, რომ ეს ნაბიჯი დროებითია და ინგლისელი მხატვრის ნამუშევარი ექსპოზიციას მალე დაუბრუნდება.

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,055 ნახვა
%d bloggers like this: